Category Archives: ქვემო ქართლი

რუსთავის ისტორიული მუზეუმი

მუზეუმის მისამართი:  რუსთავი, მშენებელთა ქ.  17
ტელეფონი: (+995  241) 5 78 95, 4 02 28
ელ-ფოსტა: muzeumi50@yahoo.com
მუზეუმის დაფუძნების  თარიღი: 1950 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 28 771

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია ქალაქ რუსთავისა და ისტორიული კუხეთის (გარდაბნის რაიონი) ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული მასალა – ძვ. წ. XIX ახ.წ. XVIII სს-ის თიხის, ფაიანსის, მინის ჭურჭელი, საბრძოლო და შრომის იარაღები, ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს სამკაულები, ადგილობრივი და უცხოური წარმოების, მათ შორის სასანური სარდიონისა და ქვის საბეჭდავები, ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული კოლექციები, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და სხვა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი:   ყოველდღე,  ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ, ბავშვებისა და სტუდენტებისათვის: 0.50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან:  6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, იძულებით გადაადგილებული პირები

ალექსანდრე მელიქ ფაშაევის სახლ-მუზეუმი

მისამართი: მარნეული, დაბა შაუმიანი
ტელეფონი: (+995 257) 2 25 84
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1988
მუზეუმის იურიდიული  სტატუსი:  ააიპ (მარნეულის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატთა  რაოდენობა:  343

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ცნობილი სომეხი რეჟისორის ალექსანდრე მელიქ-ფაშაევის (1905-1964 წწ.) მოსკოვის დიდ თეატრში მთავარ დირიჟორად მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: კლავიატურები, აფიშები, სხვადასხვა ხასიათის დოკუმენტები, ხელნაწერები,  პირადი ნივთები: სადირიჟორო ჯოხი, ფრაკი, დურბინდი, საოჯახო ჭურჭელი, ნოხი და სხვა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის  გარდა, 10 სთ-დან 16 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმი

მისამართი: მარნეული, სოფ.  წერაქვი
ტელეფონი: (+995 99) 970147
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (მარნეულის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1987
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ლიტერატურული
ექსპონატთა  რაოდენობა: 234

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის (1880-1937 წწ.) რამდენიმე მემორიალური ნივთი, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა და სხვა დოკუმენტები. რომლებიც დამთვალიერებელს აცნობს მწერლის შემოქმედებას და რთულ ცხოვრებისეულ გზას (მიხეილ ჯავახიშვილი 30-იანი წლების რეპრესიებმა შეიწირა – დახვრიტეს 1937 წელს).

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის   გარდა, 11 სთ-დან   16 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ. 4
ტელეფონი: (+995 77) 95 39 55
მუზეუმის დაფუძნების  თარიღი: 1965   წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი:  ააიპ (თეთრიწყაროს კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 10376

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, მათ შორის: საბრძოლო და შრომის იარაღები, ბრინჯაოს ჭვირული, ასტრალური ბალთები, პასტის, სარდიონის, ფირუზუსა და მინის მძივები; რკინის ხანის ცულის პირები, საბრძოლო იარაღები, ოთხთვალა საბრძოლო ეტლი, თიხის სხვადასხვა ზომის, შეფერილობისა და მოხატულობის საოჯახო ჭურჭელი.  მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების ნიმუშები, სხავდასხვა პერიოდის ეთნოგრაფიული მასალა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი:  ყოველდღე,  შაბათ-კვირის  გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ, ბავშვებისა და სტუდენტებისათვის : 0.50 ლ
უბილეთოდ დაიშვებიან:  6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, იძულებით გადაადგილებული პირები.

გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი:  გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ.  70
ტელეფონი: (+995 272) 22 36 41
მუზეუმის დაფუძნების  თარიღი: 1990  წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ
მუზეუმის ტიპი (პროფილი):  ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა:  4897

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია გარდაბნის ტერიტორიაზე (ისტორიული კუხეთი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა: ქვის, ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის მრავალფეროვანი კოლექციები, საინტერესოა ქვის ხანის სამეურნეო და საბრძოლო იარაღების კოლექცია, ანტიკური პერიოდის კერამიკის ნიმუშები, გვიანი შუასაუკუნეების ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი, შუა საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა, სახელოსნო იარაღები, აქსესუარები, სამოსელი, ხელსაქმის ნიმუშები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, შაბათისა და  კვირის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი:  უფასო

სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი

მუზეუმის მისამართი:  ბოლნისი, სოფ. ტანძია
ტელეფონი: (+995 77)  95 74 58
მუზეუმის დაფუძნების  თარიღი:  1984 წ.
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ბოლნისის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი):  ლიტერატურული
ექსპონატების რაოდენობა: 284

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია  სულხან-საბა ორბელიანისა და მის ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ქართველის მხატვრების ფერწერული, გრაფიკული  ნამუშევრები, ფოტომასალები, დოკუმენტები, სულხან-საბას ნაწარმოებების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისა და სტუდენტებისთვის: 1 ლ. ბავშვებისთვის: 0,50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან:  6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, იძულებით გადაადგილებული პირები

ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი:  ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. 94
ტელეფონი: (+995 258) 2 29 94
მუზეუმის დაფუძნების  თარიღი: 1951 წ.
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ბოლნისის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 3774

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ბოლნისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს ახალი ქვის ხანიდან (ძვ. წ. VI-V ათასწლ.) გვიან შუა საუკუნეებს. მათ შორისაა: ნეოლითის პერიოდის მასალები: მიწის დასამუშავებელი იარაღები, ქვის სკულპტურები, ბრინჯაოს ხანის ხელცულები, სარტყელები, სამკაულები, ორგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების თიხის ჭურჭელი და სხავა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი:  ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ, ბავშვებისა და სტუდენტებისთვის: 0.50

შეღავათიანი  მომსახურება: სოციალურად დაუცველ ფენაზე
უბილეთოდ დაიშვებიან:  6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, იძულებით გადაადგილებული პირები

საქართველოს ეროვნული მუზეუმი. დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი:  1706, დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი
ტელეფონი: (+995 90) 880 115
ელ-ფოსტა: info@museum.ge
ვებ-გვერდი: www.museum.ge
მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების  თარიღი:   1983 წელი
მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული სტატუსი:  გაერთიანებულია  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (2005  წლიდან)
მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი):  ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 2345

მუზეუმ-ნაკრძალის  მოკლე აღწერა: ძეგლი წარმოადგენს შუა საუკუნეების ნაქალაქარს, სადაც დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები. შუა საუკუნეების ნაქალაქარზე შემორჩენილია შიდა ციხე, საერო და საკულტო ნაგებობები. გარდა შუა საუკუნეების ფენისა, დმანისში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები იკვლევენ 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ გეოლოგიურ ფენას, რომელიც გამოირჩევა ადრეულ ჰომინიდთა და განმარხებულ ცხოველთა მრავალრიცხოვანი ნაშთით. 1991 წლიდან დღემდე დმანისის ძეგლზე აღმოჩენილია ჰომინიდის 5 თავის ქალა, რაც მსოფლიოს არცერთ ძეგლზე დღემდე არ დაფიქსირებულა. ამ გათხრების შედეგებმა საერთოდ შეცვალა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან განსახლების შესახებ.

სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11.00 – 16.00 სთ.
მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სტუდენტებისათვის – 1.5 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით  – 10 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან:  6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.

კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმ -ნაკრძალის მისამართი:  5300, წალკა, არისტოტელეს ქ. 19
ტელეფონი: (+995 90) 880 115
ელ-ფოსტა: kldekari@heritagesites.ge
ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
მუზეუმ -ნაკრძალის დაფუძნების  თარიღი: 1992  წელი
მუზეუმ -ნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში
მუზეუმ -ნაკრძალმის ტიპი (პროფილი):  ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა:  1200

მუზეუმ -ნაკრძალის მოკლე აღწერა: ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს ისტორიული კლდეკარის საერისთავოს ტერიტორიაზე პირველი ერისთავის – ლიპარიტ ბაღვაშის მიერ IX ს-ის 70-იან წლებში აგებული ციხის ნაშთებს და ციკლოპური ტიპის ნაგებობებს, რომლებიც მდებარეობს ჯავახეთიდან თრიალეთზე ქართლში გადასასვლელ ერთადერთ ისტორიულ გზაზე; აგრეთვე თრიალეთისა და არგვეთის ხეობის შუასაუკუნეების პერიოდის მრავალრიცხოვან ძეგლებს, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესწავლისათვის.

სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 – 17:00 სთ.
მუზეუმ -ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის – 1 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან:  6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის  წევრები,  I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გდაადგილებული პირები.