Category Archives: სამეგრელო და ზემო სვანეთი

ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ხობი, მშვიდობის ქ. 3
ტელეფონი: (+995 895 ) 88 71 02
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2007 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხობის მუნიციპალიტეტი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების
ექსპონატების რაოდენობა: 285

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია სიმღერის საერთაშორისო ფესტივალების ფოტო და დოკუმენტური მასალები, კომპაქტ-დისკები, სანოტო კრებულები, ქართული ხალხური საკრავები (ფანდური, ჩონგური, დოლი, სალამური და სხვა), ქართული ხალხური სამოსი, ლიტერატურა მუსიკის შესახებ, ცნობილ ლოტბართა დოკუმენტები და სხვ.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

ჟიული შარტავას მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ. # 150
ტელეფონი: (+995 213) 7 78 60
ელ-ფოსტა: K.C.senaki@mail.ru
ვებ-გვერდი: http://www.senaki.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2004 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (სენაკის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 432

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ჟიული შარტავას (ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, 1944-1993 წწ.) მემორიალური ნივთები, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, სხვადასხვა დოკუმენტაცია და მასალები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, შაბათ -კვირის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უ ფ ა ს ო

თეოფანე დავითაიას სახლ–მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: სოფ. ეკი, სენაკის მუნიციპალიტეტი
ტელეფონი: (+995 55) 15 40 22
ვებ-გვერდი: http://www.senaki.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1986 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (სენაკის მუნიციპალიტეტი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 432

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სახლ-მუზეუმში ექსპონირებულია ქართველი მეცნიერის, გეოგრაფისა და აგრომეტეოროლოგის თეოფანე დავითაიას (1911-1981 წწ.) სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები, მეცნიერის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და კუბაში მოღვაწეობის მასალები, სამეცნიერო შრომები, ხელნაწერები, პირადი ნივთები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, შაბათ -კვირის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

არნოლდ ჩიქობავას სახლ–მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: სენაკი, სოფ. ძველი სენაკი
ტელეფონი: (+995 213 ) 2 18 33
ელ-ფოსტა: K.C.senaki@mail.ru
ვებ-გვერდი: www.senaki.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1988 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (სენაკის მუნიციპალიტეტი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 250

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქართველი ენათმეცნიერის, ფილოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელის არნოლ ჩიქობავას (1898-1985 წწ.) ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალა, მემორიალური ნივთები, წერილები, ნაშრომები, ფოტო და დოკუმენტური მასალა

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო


მიხეილ ხერგიანის სახლ–მუზეუმი

მისამართი: მესტია, მ. ხერგიანის ქ. 36
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1983 წელი
იურიდიული სტატუსი: ააიპ (მესტიის მუნიციპალიტეტი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატთა რაოდენობა: 458

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის I სართულზე, სვანურ მაჩუბში ექსპონირებულია ცნობილი მთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ ხერგიანის (1932-1969 წ.წ.) პირადი ნივთები – სვანური ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული მასალა – ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები, სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ხატები, სამი დარბაზი ეთმობა ქართული ალპინისტური სკოლის განვითარების ისტორიას, მ. ხერგიანის მოგზაურობებს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში, ფოტოებს, ჯილდოებს, საჩუქრებს, მათ შორისაა: ფერწერული ტილოები, წიგნები, დოკუმენტური ფილმები, ვლ. ვისოცკის სიმღერის ჩანაწერი, რომელიც მან მიუძღვნა ხერგიანს, აგრეთვე უახლესი ფოტომასალა ქართველი ალპინისტების მოღწევების შესახებ

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ზაფხულობით, ყოველდღე, 11 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: შენობის რეაბილიტაციის გამო, ბილეთები არ იყიდება

ხობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: 5822, ხობის რაიონი, სოფ. ხეთა
ტელეფონი: (+995 99) 71 30 02
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2001 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხობის მუნიციპალიტეტი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 1567

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ყულევის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული II-I ათასწლეულების მასალის ნაწილი (ძირითადად თიხის ჭურჭელი ან მისი ფრაგმენტები), ადრეფეოდალური ხანის სამშენებლო მასალის დეტალები, ჭურჭელი, XIX-XX სს. მიჯნის ეთნოგრაფიული მასალები – საოჯახო ნივთები, სამეურნეო დანიშნულების ინვენტარი; ადგილობრივი წარმომავლობის ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის თედო სახოკიას, ქართული თეატრისა და კინოს მსახიობების პიერ და ბადრი კობახიძეების პირადი ნივთები (ავეჯი, სამოსელი, აფიშები, თედო სახოკიას შრომების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, დოკუმენტური და ფოტომასალა), ხობის რაიონში მცხოვრებ II მსოფლიო ომის მონაწილეთა კუთვნილი ნივთები და დოკუმენტური მასალა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

კონსტანტინე გამსახურდიას სახლ–მუზეუმი

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ფოთი, 26 მაისის ქ. 9
ტელეფონი: (+995 293) 2 35 02
ელ-ფოსტა: varlamgoguadze@mail.ru
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1933 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან – სსიპ (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 7689

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია 1907 წელს აგებულ შენობაში. მუზეუმის ფონდი ძირითადად შედგება ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვეული მასალისგან, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს ძვ. წ. III ათასწლეულიდან ჩვ. წ. აღ-ის VII-VIII სს. პერიოდს. მათ შორისაა: ფერადი ლითონების ნაკეთობათა კოლექცია (ანტიკური პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე), ნუმიზმატიკა (ალექსანდრე მაკედონელის, იუსტინიანეს, ელისაბედ დედოფლის ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი), ამავე პერიოდის ვერცხლის აზარფეშა ფრინველების გამოსახულებით, ეთნოგრაფიული მასალა (XIX-XX საუკუნეების მიჯნა), ფოთის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტური და ფოტომასალა.

შესასვლელი ბილეთების ფასი:უფროსებისათვის: 1 ლ. ბავშვებისა და სტუდენტებისთვის: 0.50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა , 10 სთ-დან 18 სთ-მდე

ლეო ქიაჩელის სახლ–მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ობუჯის თემი
ტელეფონი: (+995 99) 68 44 25
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1978 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 176

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქართველი მწერლის ლეო ქიაჩელის (1884-1963 წწ.) ოჯახის კუთვნილი ყოფითი და ეთნოგრაფიული ნივთები,მწერლის ხელნაწერები, ფოტომასალები, პერიოდიკა


მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო


ტარას კვარაცხელიას სახლ–მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, ნაკიფუს თემი

ტელეფონი: (+995 93) 58 60 75
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1987 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 95

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქართველი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებლის ტარასი კვარაცხელიას (1889-1951 წწ.) მემორიალური ნივთები, მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა,სამეცნიერო ნაშრომები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო