Category Archives: კახეთი

ხალხთა მეგობრობის მუზეუმი

მისამართი: დედოფლისწყარო, სოფ. წითელიწყარო
ტელეფონი: (+995 93) 66 07 32, 8 99 79 05 81
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1980 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის განყოფილება
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატთა რაოდენობა: 321

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი გახსნილია ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ოფიცრის გრ. ნეჩვილოდოვის სახლში. იგი 1813 წელს ჩამოსულა საქართველოში და დასახლებულა დედოფლისწყაროში. ამ დღიდან ეს სახლი გახდა ერთგვარი კულტურული ცენტი აქ გადმოსახლებული დეკაბრისტებისა და ქართველი ინტელიგენციისთვის. მას ხშირად სტუმრობდნენ ალ. ჭავჭავაძე, გრ. ორბელიანი, ალ. პუშკინი, მ. ლერმონტოვი, 1858 წელს კი აქ სტუმრად იყო ფრანგი მწერალი ალ. დიუმა. მუზეუმში დაცულია ნეჩვილოდოვის მემორიალური ნივთები და ეთნოგრაფიული კოლექცია.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან 16 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

დიდების მემორიალი-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: გურჯაანი, დავით აღმაშენებლის ქ. # 67
ტელეფონი: (+995 253) 2 25 85
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1978 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანების სტრუქტურული ერთეული
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 30

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია იმ ტერიტორიაზე, სადაც 1978 წელს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გურჯაანელთა უკვდავსაყოფად გაიხსნა დიდების მემორიალი-კომპლექსი. რომლის სიმბოლოსაც წარმოადგენს მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მონუმენტი ”ჯარისკაცის მამა”. მუზეუმში დაცულია მეორე მსოფლიო ომის თემასთან დაკავშირებული მასალები: ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალა

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: მოზარდებისთვის: 0.50 ლ, უფროსებისთვის: 1,50 ლ, სტუდენტებისათვის: 1 ლ
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ისა და UNESCO-ს წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, მუზეუმის საპატიო სტუმრები

ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: გურჯაანი, ძმები შალიკაშვილების ქ. 6
ტელეფონი: (+995 98 ) 11 65 87
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1999 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 891

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ძმები შალიკაშვილების პირადი ნივთები, ჯილდოები, მათთვის სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურთა მიერ საჩუქრად გადაცემული ნივთები, გენერალ გიორგი კვინიტაძის პირადი არქივის ნაწილი, საქართველოს სამხედრო წარსულთან დაკავშირებული დოკუმენტური და ფოტო მასალები,

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 3 ლ, სტუდენტებისათვის: 1 ლ. ბავშვებისათვის : 0.50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: გურჯაანი, სოფ. ვაჩნაძიანი
ტელეფონი: (+995 55) 45 08 73
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1966 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 4321

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია 1889 წელს აგებულ თავად ლევან ჯანდიერის საცხოვრებელ სახლში. მუზეუმში დაცულია სხვადახვა პერიოდის არქეოლოგიური მასალა: ქალის სამკაულები, საბრძოლო და შრომის იარაღები, ჭურჭელი, მოჭიქული კერამიკის ნიმუშები, გლიპტიკის ნიმუშები, ნუმიზმატიკური მასალა, შუა საუკუნეების სასულიერო ლიტერატურა, XIX ს-ის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, ერეკლე II-ის „წყალობის სიგელი“ და სხვა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირისა და სამშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

იოსებ ნონეშვილის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: გურჯაანი, სოფ. კარდენახი
ტელეფონი: (+995 95) 78 21 04
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1968 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ლიტერატურული მუზეუმი
ექსპონატების რაოდენობა: 15 287

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი პოეტის იოსებ ნონეშვილის (1918-1980 წწ.) მემორიალური ნივთები. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური და ფოტო მასალები, გამოცემები სხვადასხვა ენებზე, აუდიო-ვიდეო მასალები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1.0 ლ. ბავშვებისა და სტუდენტებისთვის : 0,50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, იძულებით გადაადგილებული პირები

ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: გურჯაანი, სოფ. ვეჯინი
ტელეფონი: (+995 93) 477 685
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1988 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანების სტრუქტურული ერთეული
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 2147

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქართველი ფიზიოლოგის, საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებლის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების აკადემიის წევრის, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის (1885-1974 წწ.) მემორიალური ნივთები, მეცნიერის მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა, სამეცნიერო შრომები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისთვის: 1 ლ, სტუდენტებისა და ბავშვებისთვის: 0.50 ლ
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ისა და UNESCO-ს წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, მუზეუმის საპატიო სტუმრები

რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი

მისამართი: ახმეტა, სოფ. ქისტაური
ტელეფონი: (+ 995 77) 95 01 53
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1951 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ახმეტის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატთა რაოდენობა: 6003

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია XVIII ს-ის ბოლოს აშენებულ პოეტის მამის საცხოვრებელ სახლში. მუზეუმში დაცულია ქართველი პოეტის, დრამატურგისა და პუბლიცისტის რაფიელ ერისთავის (1824-1901 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მასალა: სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, უნიკალური ფოტოალბომი, მემორიალური საყოფაცხოვრებო ნივთები: საწერი მაგიდა, კლავესინი, ხალიჩები, სკივრი, ჭურჭელი, ქართველ კლასიკოსთა ფერწერული ტილოები და სხ.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

ილო მოსაშვილის სახლ- მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: სიღნაღი, სოფ. ვაქირი
ტელეფონი: (+995 95) 21 72 78
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1983 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანთლებლო ცენტრი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 2781

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია 1880 წელს აგებულ შენობაში. მუზეუმში დაცულია ქართველი მწერლის, პოეტის, დრამატურგის და საზოგადო მოღვაწის ილო მოსაშვილის (1896-1954 წწ.) მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა: ანტიკვარული ჭურჭელი და ავეჯი, სამოსი, მუსიკალური ინსტრუმენტები, მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათისა და კვირის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

ალექსანდრე გზირიშვილის სახლ- მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: სიღნაღი, სოფ. ვაქირი
ტელეფონი: (+995 99) 18 47 37
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1983 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანთლებლო ცენტრი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 672

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქართველი მეცნიერის ალექსანდრე გზირიშვილის (1902-1972 წწ.) პირადი ნივთები, ეთნოგრაფიული მასალა: ავეჯი, ჭურჭელი, მეცნიერის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათისა და კვირის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

იროდიონ ევდოშვილის სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: სიღნაღი, სოფ. ბოდბისხევი
ტელეფონი: (+995 255) 3 55 72
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1956 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანთლებლო ცენტრი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 728

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქართველი მწერლის იროდიონ ევდოშვილის (1873-1916 წწ.) მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა – ჭურჭელი, ავეჯი, გრ, ჩირინაშვილი მიერ სესრულებული ორი ფერწერული ტილო, ფოტო და დოკუმენტური მასალა, პოეტის ლექსების სხვადასხვა პერიოდის კრებულები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათისა და კვირის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო