Category Archives: იმერეთი

სოფლის ისტორიის მუზეუმი

მისამართი: ხარაგაული, სოფ. ღორეშა
ტელეფონი: (+995 99) 28 04 90
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1949 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: კერძო (2004 წლიდან)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 876

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია XIX –XX სს.-ის ავეჯი, სპილენძის საოჯახო და სამეურნეო დანიშნულების ნივთები, ფარდაგები, ხალიჩები, ფაიფურის ჭურჭელი, პატეფონი, გრამაფონი, XX ს-ის 20-50 –იანი წლების ფოტო და დოკუმენტური მასალა

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან 16 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ხარაგაული, 9 აპრილის ქ. 47
ტელეფონი: (+995 233) 2 14 16
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1977 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხარაგაულის კულტურის ცენტრის შემადგენლობაში)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 9535

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ძვ. წ. II-I ათასწლეულით დათარიღებული სამარხეული ინვენტარი – ბრინჯაოს ბალთები, ცულები, სამკაული, ნუმიზმატიკური ერთეულები; XIX-XX ს.ს. გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები – ვერცხლის ქამრები, ხანჯლები;, ქართველი მხატვრების ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები ( რ. სტურუა, ლ, ცუცქირიძე, ბ. შველიძე, თ. ჯაფარიძე, ზ. ლეჟავა, ელ. ამაშუკელი, ტ. ტაბატაძე, მ. თალაკვაძე), საყოფაცხოვრებო და საეკლესიო ნივთები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

უშანგი ჩხეიძის სახლ – მუზეუმი

მისამართი: უშანგი ჩხეიძის ქ. 88, 2000, ზესტაფონი
ტელეფონი: (+995 292) 54 356
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ზესტაფონის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1987 წელი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატთა რაოდენობა: 250

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: ცნობილი ქართველი მსახიობის უშანგი ჩხეიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში ექსპონირებულია მსახიობის პირადი ნივთები, სასცენო კოსტუმები, მის მიერ განსახიერებული როლებისა და ცხოვრების ამსახველი მრავალფეროვანი ფოტოკოლექცია, პირადი ბიბლიოთეკა და არქივი.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ზესტაფონი, დავით აღმაშენებლის ქ. 25
ტელეფონი: (+995 292) 5 15 26
ელ-ფოსტა: roniani@list.ru
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1968 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ზესტაფონის მუზეუმების გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 8500

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია – ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალა, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XII ს-ის ჯაჭვის პერანგი, შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები, ადგილობრივ მხატვართა მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, XIX ს-ის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ. ბავშვებისა და სტუდენტებისათვის: 0.50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ხონი, ირაკლი აბაშიძის ქ. 104
ტელეფონი: (+995 92) 02 79 23
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1995 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხონის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 280

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ირაკლი აბაშიძის (1909-1985) ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები, დოკუმენტური და ფოტომასალა, ეთნოგრაფიული და სახვითი ხელოვნების ნიმუშები, სხვადასხვა პერიოდში გამოცემული კრებულები, ხელნაწერები, პოეტის წერილები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უ ფ ა ს ო

პოლიკარპე კაკაბაძის სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ხონი, სოფ. პატარა კუხი
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1986 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხონის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 442

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი დრამატურგის პოლიკარპე კაკაბაძის (1893-1973 წწ.) მემორიალური ნივთები, ხელნაწერები, გამოცემები, ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, შაბათ -კვირის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უ ფ ა ს ო

ხონის ისტორიული მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ხონი, დავით გურამიშვილის ქ. 3
ტელეფონი: (+995 295) 2 19 77
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1950 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხონის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 20 404

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური (კოლხური თეთრის კოლექცია, კოლხური ცულები, რკინისა და ბრინჯაოს შრომის იარაღები, სამარხეული მასალა) და XIX- XX სს. დასაწყისის ეთნოგრაფიული მასალა – საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო იარაღი XVIII-XIX სს. ხელნაწერები, ძველბეჭდური წიგნები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, შაბათ -კვირისა გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უ ფ ა ს ო

აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: საჩხერე, სოფ. სხვიტორი
ტელეფონი: (+995 235) 2 50 97
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1939 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ 2006 წლიდან (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 7294

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: ცნობილი ქართველი პოეტის (1840-1915) მუზეუმი განთავსებულია წერეთლების საგვარეულო სასახლეში. მუზეუმის ფონდებში დაცულია პოეტისა და მისი წინაპრების პირადი ნივთები – (აქსესუარები, ტანსაცმელი), XIX ს. პირველი ნახევრის ფრანგული, იტალიური, გერმანული წარმოების ავეჯი, ჭურჭელი, ბიბლიოთეკა (სხვადასხვა პერიოდის გამოცემები ქართულ, რუსულ,ფრანგულ ენებზე), პოეტისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერები

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან-18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ, ბავშვებისა და
სტუდენტებისთვის: 0.50 ლ
უფასოდ დაიშვებიან: იძულებით გადაადგილებული პირები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, 6 წლამდე ასაკის ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ჯარისკაცები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები.

საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: საჩხერე, სოფ. სხვიტორი
ტელეფონი: (+995 91) 69 43 87
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1978 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 10 862

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის ფონდში ძირითადად დაცულია მოდინახეს, საირხის, გორაძირის, ცარცისგორისა და ნაჩერქეზევის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, XIX-XX სს. დასაწყისის ყოფისა და ეთნოგრაფიის, აგრეთვე ფოტო და დოკუმენტური მასალა

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 0,50 ლ, საექსკურსიო მომსახურება 1 ლ.

ალპინისტ და-ძმა ჯაფარიძეების სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ჭიათურა, სოფ. ხრეითი
ტელეფონი: (+995 91) 91 15 25
ელ-ფოსტა: ch.culturiscenter@gmail.com
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1981 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ტურიზმის და სამუზეუმო განყოფილება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 279

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია და-ძმა (ალიოშა. ალექსანდრა და სიმონ) ჯაფარიძეების ცხავრებასასა და სპორტულ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და მემორიალური მასალა, აგრეთვე, საქართველოში ალპინიზმის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ქართველ ალპინისტთა ფოტომასალა

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისა და სტუდენტებისათვისთვის: 1ლ, ბავშვებისათვის: 0.50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.