ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ხარაგაული, 9 აპრილის ქ. 47
ტელეფონი: (+995 233) 2 14 16
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1977 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხარაგაულის კულტურის ცენტრის შემადგენლობაში)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 9535

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ძვ. წ. II-I ათასწლეულით დათარიღებული სამარხეული ინვენტარი – ბრინჯაოს ბალთები, ცულები, სამკაული, ნუმიზმატიკური ერთეულები; XIX-XX ს.ს. გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები – ვერცხლის ქამრები, ხანჯლები;, ქართველი მხატვრების ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები ( რ. სტურუა, ლ, ცუცქირიძე, ბ. შველიძე, თ. ჯაფარიძე, ზ. ლეჟავა, ელ. ამაშუკელი, ტ. ტაბატაძე, მ. თალაკვაძე), საყოფაცხოვრებო და საეკლესიო ნივთები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

Posted on November 1, 2011, in იმერეთი. Bookmark the permalink. Comments Off on ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: