Category Archives: აჭარა

ქედის ისტორიული მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის ქ. 10
ტელეფონი: (+995 88 235) 5 00 19
ვებ-გვერდი: www.adjaramuseums.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1999 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 823

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი აქეოლოგიური მასალა – ძირითადად, შრომის იარაღები, ნუმიზმატიკა, გეოლოგიური კოლექცია, ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრები, გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმი, აჭარული ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, რაიონის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური და ფოტომასალა

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისთვის: 1 ლ, ბავშვებისა და სტუდენტებისთვის: 0.50 ლ. (2011 წლიდან)

უფასოდ დაიშვებიან: იძულებით გადაადგილებული პირები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, 6 წლამდე ასაკის ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ჯარისკაცები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები.

შერიფ ხიმშიაშვილის სახლ–მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ხულო, სოფ. სხალთა
ტელეფონი: (+995 77) 42 90 11
ვებ-გვერდი: www.adjaramuseums.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2002 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხულოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 342

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი ფუნქციონირებს ცნობილი საზოგადო მოღვაწის შერიფ ხიმშიაშვილის ყოფილ სახლში, რომელიც მისივე პროექტით აშენდა 1873 წელს. მუზეუმში დაცულია ხიმშიაშვილების ოჯახის კუთვნილი ყოფითი ნივთები: ავეჯი, ვერცხლისა და სპილენძის, ფაიფურის ჭურჭელი, საბრძოლო იარაღები, ფერწერული ტილოები, მე-19 ს-ის ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა ჩანაწერები, ფოტოები და სხვადასხვა დოკუმენტები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

თხილვანის ეთნოგრაფიული მუზეუმი

მისამართი: ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. თხილვანა
ტელეფონი: (+995 77) 15 74 97
ვებ-გვერდი: www.adjaramuseums.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2001 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხულოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის შემადგენლობაში)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 385

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ფერწერის (გ. ართმელაძე, სეჩენიანი, დ. ინაიშვილი, როგოლევიჩი, სტრამილინი, გრომოვი), XIX ს-ის აჭარული ყოფისთვის დამახასიათებებლი ეთნოგრაფიული მასალის (ჭურჭელი, სამოსი და აქსესუარები, სამუშაო და საბრძოლო იარაღები: სახნისი, გუთანი, ხანჯალი, ხმალი, თოფი, დაშნა, ავეჯი) ნიმუშები, ფოტომასალა (XIX ს-ის ბათუმისა და აჭარის ხედები), XIX საუკუნეში აჭარაში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის საინტერესო კოლექცია.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 სთ-დან 19.00 საათამდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ხულო, ტბელ აბუსერიძის ქ. 9
ტელეფონი: (+995 88 238) 7 01 31
ვებ-გვერდი: www.adjaramuseums.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1983 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხულოს რაიონის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 550

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია აჭარის ყოფისა და ეთნოგრაფიის ამსახველი მასალები: XIX-XX სს-ის შრომის იარაღები, სპილენძისა და თიხის ჭურჭელი, გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმი, ფარდაგები და სხვ.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

კვიახიძეების ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

მისამართი: შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფ. კვიახიძეები
ტელეფონი: (+995 58) 58 81 29
ვებ-გვერდი: www.adjaramuseums.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1998 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის შემადგენლობაში
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 1215

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია XIX ს-ის ეთნოგრაფიული მასალა, კერძოდ, თიხისა და სპილენძის საოჯახო ჭურჭელი, საქსოვი დაზგა, ხელოსნობის იარაღები, საბრძოლო იარაღები, ნუმიზმატიკის, ბონისტიკისა და ჰერალდიკის ნიმუშები 1870 წლიდან დღემდე, ადგილობრივ მხატვართა ფერწერული ტილოები, ნაქარგობის ნიმუშები, სოფელ კვიახიძეებისა და მარეთის ხეობის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა 1900 წლიდან XX საუკუნის 80-იან წლებამდე.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 სთ-დან 19.00 საათამდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის ციხე-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნიგაზეული
ტელეფონი: (+995 58) 25 69 56, (+995 90) 47 61 16
ვებ-გვერდი: www.adjaramuseums.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2003 წელი
მუზეუმის სტატუსი: ააიპ- შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის შემადგენლობაში
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 175

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია მე-19 ს-ის ექვსგოდოლიან ციხე-გალავანში. მუზეუმის ძირითად ფონდს შეადგენს ფოტომასალა, საყოფაცხოვრებო ნივთები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, საბრძოლო იარაღები, ჩანაწერები და პუბლიკაციები, წიგნები ხიმშიაშვილების გვარის დამსახურების შესახებ აჭარისა და საერთოდ, ქვეყნის წინაშე.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 20 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

შუახევის ეთნოგრაფიული მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოლადაური
ვებ-გვერდი: www.adjaramuseums.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1996 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის შემადგენლობაში)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 1820

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია აჭარისა და შუახევის ისტორიასთან დაკავშირებული ექსპონატები: არქეოლოგიური მასალა, შრომის იარაღები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალები, აგრეთვე გამოყენებითი ხელოვნების ადგილობრივი ნაწარმი, რაიონის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური და ფოტომასალა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

მეჯინისწყლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ხელვაჩაური, სოფ. მეჯინისწყალი
ტელეფონი: (+995 93) 606 366
ელ-ფოსტა: Khelvachauri_Culture_center@mail.ru
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1988 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხელვაჩაურის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 4532

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, გამოყენებითი ხელოვნების ადგილობრივი ნაწარმი, აჭარული ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა: საოჯახო ჭურჭელი, შრომის იარაღები, ნუმიზმატიკა, აგრეთვე რაიონის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური და ფოტომასალა

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

ახალშენის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ხელვაჩაური, სოფ. ახალშენი
ტელეფონი: (+995 93) 754 600, (+995 77) 304 584
ელ-ფოსტა: Khelvachauri_Culture_center@mail.ru
ვებ-გვერდი: www.adjaramuseums.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1969 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის შემადგენლობაში)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 342

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია სოფელ ახალშენის ისტორიასთან დაკავშირებული მასალები: არქეოლოგიური მასალა, შრომის იარაღები, ნუმიზმატიკა, ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრები, გამოყენებითი ხელოვნების ადგილობრივი ნაწარმი, აჭარული ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, რაიონის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური და ფოტომასალა

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

მაჭახელას ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი

მისამართი: ხელვაჩაური, სოფ. ზედა ჩხუტუნეთი
ტელეფონი: (+995 93) 75 46 00
ელ-ფოსტა: Khelvachauri_Culture_center@mail.ru
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1984 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხელვაჩაურის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 774

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში (ყოფილი მეჩეთის შენობა) დაცულია მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი აქეოლოგიური მასალა – ძირითადად, საოჯახო ჭურჭელი, შრომის იარაღები, ნუმიზმატიკა, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, გამოყენებითი ხელოვნების ადგილობრივი ნაწარმი, აჭარული ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, რაიონის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური და ფოტომასალა

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო