კვიახიძეების ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

მისამართი: შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფ. კვიახიძეები
ტელეფონი: (+995 58) 58 81 29
ვებ-გვერდი: www.adjaramuseums.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1998 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის შემადგენლობაში
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 1215

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია XIX ს-ის ეთნოგრაფიული მასალა, კერძოდ, თიხისა და სპილენძის საოჯახო ჭურჭელი, საქსოვი დაზგა, ხელოსნობის იარაღები, საბრძოლო იარაღები, ნუმიზმატიკის, ბონისტიკისა და ჰერალდიკის ნიმუშები 1870 წლიდან დღემდე, ადგილობრივ მხატვართა ფერწერული ტილოები, ნაქარგობის ნიმუშები, სოფელ კვიახიძეებისა და მარეთის ხეობის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა 1900 წლიდან XX საუკუნის 80-იან წლებამდე.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 სთ-დან 19.00 საათამდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

Posted on October 30, 2011, in აჭარა. Bookmark the permalink. Comments Off on კვიახიძეების ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: