Category Archives: სამცხე ჯავახეთი

ვიქტორ ოვსეპიანის სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ნინოწმინდა, სოფ. ეშტია
ტელეფონი: (+995 93) 34 72 91
ელ-ფოსტაnane_mas@mail.ru 
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1998 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 3150

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია პოეტისა და მხატვრის ვიქტორ ოვსეპიანის მემორიალური ნივთები, მისი სამუშაო კაბინეტი, პირადი არქივი, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, წერილები, ფოტო და დოკუმენტური მასალა, ვ. ოვსეპიანის მიერ შესრულებული მხატვრული ნამუშევრები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირის გარდა, 09.00 სთ-დან 16 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ნინოწმინდა, სოფ. განძა
ტელეფონი: (+995 99) 94 78 09
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1957 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი : ააიპ (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 2500

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია სომეხი პოეტის ვაჰან ტერიანის მემორიალური ნივთები, მის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალები, მხარის ეთნოგრაფიული მასალები, ადგილობრივ მხატვართა მიერ შესრულებული ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირის გარდა, 9 სთ-დან 16 ს თ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

ნინოწმინდის საბრძოლო დიდების მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ნინოწმინდა, ვ. ტერიანის ქ. 11
ტელეფონი: (+995 261) 2 26 91
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1970 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი : ააიპ (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 4822

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია მეორე მსოფლიო ომის მასალები: ფოტომასალა, დოკუმენტური მასალები, XX ს-ის 40-50-იანი წლებისა და შემდგომი წლების პერიოდიკა, მეომართა წერილები, ეთნოგრაფიული მასალა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირის გარდა, 09 სთ-დან 16 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ახალქალაქი, მ. მაშტოცის ქ. 37
ტელეფონი: (+995 262) 2 22 16
ელ-ფოსტა: javakhk@yandex.ru 
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1950 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 4095

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა (ხალხური ავეჯისა და სამოსელის ნიმუშები, ფარდაგები) და ეთნოგრაფიის მასალები (XIX-XX სს-ის დასაწყისი), აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები (გვიანი ბრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით).

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ, მოზარდებისათვის: 0.50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, იძულებით გადაადგილებული პირები, ჯარისკაცები.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ბორჯომი,1200, წმინდა ნინოს ქ. 5;
ტელეფონი: (+99590) 880 122
ელ-ფოსტა: borjomi@heritagesites.ge
ვებ-გვერდიwww.heritagesites.ge 
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1938 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 37 699

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის შენობა განთავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის – რომანოვების კანცელარიის შენობაში (ფსევდოგოთური სტილის არქიტექტურული ნაგებობა 1890 წელს ააგო გერმანელმა ინჟინერ-არქიტექტორმა ვ. შვეიერმა). ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შედგება არქეოლოგიური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნებისა და მხარის ბუნების განყოფილებებისგან. აქ დაცულია: უნიკალური ბრინჯაოს სამკაული და იარაღი (ძვ.წ II-I ათასწლეულები), მრავალფეროვანი ნუმიზმატიკური კოლექცია (ძვ.წ V – ახ.წ. XX სს.), რომანოვების პირადი ნივთები: ევროპული და აზიური წარმოების ჭურჭელი, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის – 1 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გდაადგილებული პირები.

ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი

მისამართი: 0800, ქ. ახალციხე, პ. ხარისჭირაშვილის ქ. 1
ტელეფონი: (+995 265) 2 162 , (+995 32) 99 80 22
ელ-ფოსტაinfo@museum.ge 
ვებ-გვერდი: www.museum.ge 
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1923 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში ((საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული მუზეუმი
ექსპონატთა რაოდენობა: 25 000-ზე მეტი

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ე.წ. “რაბათის” ტერიტორიაზე მასში დაცულია: რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი: ძველი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული ძეგლები, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული მასალა, ფოტოდოკუმენტები, ხელნაწერ და ძველნაბეჭდ წიგნთა ფონდი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ლაპიდარული წარწერების ნიმუშები, ასევე XIX-XX სს-ების მიჯნის ხალიჩა-ფარდაგების უნიკალური კოლექცია.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან 16 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სტუდენტებისათვის – 1.5 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 10 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.