ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი: 0500, ასპინძის მუნიციპალიტეტი, ვარძია
ტელეფონი: (+99590) 880 113
ელ-ფოსტაvardzia @heritagesites.ge 
ვებ-გვერდიwww.heritagesites.ge
მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1938 წელი
მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული

მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს: კლდეში ნაკვეთ გრანდიოზულ კომპლექსს, ასეულობით დიდ და მცირე დარბაზს, ნატიფი ფრესკებით მოხატულ მთავარ ტაძარს თამარ მეფისა და გიორგი III-ის გამოსახულებებით (1184-1186 წწ.), კლდიდან ნადენ მუდმივტემპერატურიან წყაროს, საიდუმლო გვირაბსა და სხვ.ყორღანული ტიპის სამარხები, ანტიკური ეპოქის ნაქალაქარი, ადრეული თუ შუა საუკუნეების ციხე-ქალაქები, კლდის სოფლები, სხვადასხვა დანიშნულების ქვაბთა კომპლექსები. ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი ტურისტებს სთავაზობს სამცხე-ჯავახეთის სხვა ისტორიული ძეგლების მონახულებას: ვარძიის სამონასტრო კომპლექსი (XII ს.), თმოგვის ციხე (IX-X სს.), ვანის ქვაბები (VIII – XVI სს.), წუნდის ეკლესია (XII-XIII სს.), ხერთვისის ციხე (X–XVIII სს.), ზარზმის მონასტერი (XIII-XIV სს.), საფარის მონასტერი (XIII ს.) და სხვ.

სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის – 1 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გდაადგილებული პირები.

Posted on November 2, 2011, in სამცხე ჯავახეთი. Bookmark the permalink. Comments Off on ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი.

Comments are closed.

%d bloggers like this: