ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ბორჯომი,1200, წმინდა ნინოს ქ. 5;
ტელეფონი: (+99590) 880 122
ელ-ფოსტა: borjomi@heritagesites.ge
ვებ-გვერდიwww.heritagesites.ge 
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1938 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 37 699

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის შენობა განთავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის – რომანოვების კანცელარიის შენობაში (ფსევდოგოთური სტილის არქიტექტურული ნაგებობა 1890 წელს ააგო გერმანელმა ინჟინერ-არქიტექტორმა ვ. შვეიერმა). ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შედგება არქეოლოგიური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნებისა და მხარის ბუნების განყოფილებებისგან. აქ დაცულია: უნიკალური ბრინჯაოს სამკაული და იარაღი (ძვ.წ II-I ათასწლეულები), მრავალფეროვანი ნუმიზმატიკური კოლექცია (ძვ.წ V – ახ.წ. XX სს.), რომანოვების პირადი ნივთები: ევროპული და აზიური წარმოების ჭურჭელი, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის – 1 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გდაადგილებული პირები.

Posted on November 2, 2011, in სამცხე ჯავახეთი. Bookmark the permalink. Comments Off on ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: