Category Archives: გურია

ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ლანჩხუთი, სოფ. არჩეული
ტელეფონი: (+995 99 ) 564 794
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1948 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 5829

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია 1880 წელს აგებულ ნინოშვილების მემორიალურ სახლში. მასში დაცულია ქართველი მწერლის ეგნატე ნინოშვილის (1859-1894 წწ.) ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალა: ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, სახვითი ხელოვნებისა და ეთნოგრაფიის ნიმუშები, გამოცემები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ, მოსწავლეებისთვის: 0,50 ლ. სტუდენტებისათვის: 1 ლ.

უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: 2800, ლანჩხუთი, ნინოშვილის ქ. 21
ტელეფონი: (+995 93) 19 63 40
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1976 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ლანჩხუთის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 8 848

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალის ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ადრე ქვის ხანიდან ახ.წ. შუა საუკუნეებამდე (მათ შორისაა: ქვისა და ბრინჯაოს ხანის ცულები, გვიანბრინჯაოს ხანის კერამიკა, ძვ. წ. IV ს.-ით დათარიღებული ბრინჯაოს მუზარადი, შუბის პირები და სხვ.), ნუმიზმატიკური მასალა. ეთნოგრაფიული მასალა და XIX-XX სს. დასაწყისის ხელნაწერები (სიგელები, საეკლესიო წიგნები).

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ, ბავშვებისთვის: 0.50 ლ.,
სტუდენტებისთვის: 1 ლ

უფასოდ დაიშვებიან: იძულებით გადაადგილებული პირები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, 6 წლამდე ასაკის ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ჯარისკაცები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები.

მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ჩოხატაური, ს. დაბლაციხე
ტელეფონი: (+995 8 91 ) 18 04 94
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1975 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ ( ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 311

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის მოსე გოგიბერიძის (1897-1951 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, ფოტომასალა, დოკუმენტები, მისი შრომები ფილოსოფიის ისტორიის, შემეცნების თეორიის, ბუნებისმეტყველების ფილოსოფიისა და ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესახებ.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

ნიკო მარის სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ჩოხატაური, სოფ. დაბლაციხე
ტელეფონი: (+995 8 58) 17 68 19
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1999 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 303

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია ცნობილი მეცნიერის, საქართველოს ისტორიისა და ქართული ენის მკვლევარის ნიკო მარის (1864-1934) მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალა – ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, ნაშრომები, სახვითი ხელოვნებისა და ეთნოგრაფიის ნიმუშები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უ ფ ა ს ო

ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ჩოხატაური, სოფ. ხიდისთავი
ტელეფონი: (+995 55 ) 11 04 64
ელ-ფოსტა: mananadumbadze@gmail.com
ვებ-გვერდი: www.nodardumbadze.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1988 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ ( ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 303

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია ნოდარ დუმბაძის (1928-1984 წწ.) ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალა: ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, სახვითი ხელოვნებისა და ეთნოგრაფიის ნიმუშები, გამოცემები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უ ფ ა ს ო

ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მისამართი: ჩოხატაური, ნ. დუმბაძის ქ. 13
ტელეფონი: (+995 219 ) 2 20 14 , (+995 95) 11 78 70
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1958 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 16 500

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა: ძვ. წ. V-VII საბრძოლო და შრომითი იარაღები, ადრეანტიკური ხანის სამაროვანის ინვენტარი: სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები, სამაჯურები, საყურეები, ჭურჭელი, ნუმიზმატიკური მასალა, XIX ს-ის საბრძოლო იარაღი: მოვერცხლილი ხმლები, ხანჯლები, მოვარაყებული თოფები. XIX ს-ის ეთნოგრაფიული მასალა, ხელნაწერები, XX ს. დასაწყისის მუსიკალური ინსტრუმენტები: ჩანგი, ფანდური, სალამური, მუსიკალური კარადა (პოლიფონი), გურიის ერისთავების პირადი არქივები, დოკუმენტური მასალა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი: ქ. ოზურგეთი, 9 აპრილის ქ. N8
ტელეფონი: (+99590) 880 118
ელ-ფოსტა: guria@heritagesites.ge
ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1998 წელი
მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული

მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში წარმოდგენილ მასალებს, რომლებიც ასახავს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, უნიკალურ ფოტოებსა და გურიის ეთნოგრაფიული ყოფისათვის დამახასიათებელ არტეფაქტებს.
მუზეუმ-ნაკრძალის ტეირიტორიაზე მდებარეობს გურიანთა – ვაშნარის V-VIII საუკუნეების ნაქალაქარი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა VI საუკუნის II ნახევრის მონასტრის ნაშთები: საფორტიფიკაციო ნაგებობების (სავარაუდოდ, მონასტრის გალავნის), ბაზილიკისა და მარტირიუმის ფრაგმენტები. აქვე აღმოჩნდა VI-VII სს. ბერძნულწარწერიანი ქვა, რომელიც ამჟამად ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში ინახება. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენები: ადრეანტიკური და ელინისტური ხანის ნამოსახლარები, თიხის სარკოფაგები, ქვევრ-სამარხები და უძველესი აბანო.

სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე

მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის – 1 ლ.

უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრი

მისამართი: ოზურგეთი, რუსთაველის ქ. 6
ტელეფონი: (+995 296) 7 45 42
ელ-ფოსტა: tandila2009@rambler.ru
სტატუსი: კერძო
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1989 წელი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების მუზეუმი
ექსპონატთა რაოდენობა: 1323

კოლექციების მოკლე აღწერა: ცენტრში დაცულია ქართველ მხატვართა ნამუშევრების კოლექცია (ლ. გუდიაშვილი, ელ. ახვლედიანი, ა. ვარაზი, გია ბუღაძე, მ. ცეცხლაძე, ნ. ცეცხლაძე, ა. თავართქილაძე, ბ. შველიძე, ჯ. გამბინო, კ. შენჰოფუსი, ე. კრეტასი და სხვ.), ხალხური რეწვის ნიმუშები (ხეზე კვეთილობა და ნაქარგობა, ფარდაგები, გობელენი).

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 0.50 ლ, სტუდენტებისა და მოზარდებისათვის – 0.30 ლ.

უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები,ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ოზურგეთი, გ. ჭანტურიას ქ. 1
ტელეფონი: (+995 296) 7 58 27
ელ-ფოსტა: ozurgetimuseum@gmail.com
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1936 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 5145

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური (ნეოლითის პერიოდი, ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანის მასალა, კოლხური ცულების, თოხების სეგმენტების, ბრინჯაოს პლასტიკის იშვიათი ნიმუშები, ადრე ანტიკური ხანის ოქროს ნივთები), ნუმიზმატიკური კოლექციები (კოლხური თეთრი, თურქული ახჩები, საბჭოთა პერიოდის ფულის ნიშნები, ბონისტიკა), ეთნოგრაფიული (ძირითადად XIX ს. სამუშაო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები), დოკუმენტური მასალა, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის სხვადასხვა პერიოდის მასალები – საბეჭდავები, საგვარეულო ღერბები და დროშები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველბეჭდური წიგნები. მუზეუმში ინახება ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა.

მუზეუმს აქვს ფილიალები: ეთნოგრაფიული მუზეუმი სოფ. დვაბზუში და სოფლის ისტორიის მუზეუმი სოფ. გურიანთაში

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო