ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მისამართი: ჩოხატაური, ნ. დუმბაძის ქ. 13
ტელეფონი: (+995 219 ) 2 20 14 , (+995 95) 11 78 70
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1958 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 16 500

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა: ძვ. წ. V-VII საბრძოლო და შრომითი იარაღები, ადრეანტიკური ხანის სამაროვანის ინვენტარი: სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები, სამაჯურები, საყურეები, ჭურჭელი, ნუმიზმატიკური მასალა, XIX ს-ის საბრძოლო იარაღი: მოვერცხლილი ხმლები, ხანჯლები, მოვარაყებული თოფები. XIX ს-ის ეთნოგრაფიული მასალა, ხელნაწერები, XX ს. დასაწყისის მუსიკალური ინსტრუმენტები: ჩანგი, ფანდური, სალამური, მუსიკალური კარადა (პოლიფონი), გურიის ერისთავების პირადი არქივები, დოკუმენტური მასალა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

Posted on October 31, 2011, in გურია. Bookmark the permalink. Comments Off on ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: