ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ფოთი, 26 მაისის ქ. 9
ტელეფონი: (+995 293) 2 35 02
ელ-ფოსტა: varlamgoguadze@mail.ru
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1933 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან – სსიპ (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 7689

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია 1907 წელს აგებულ შენობაში. მუზეუმის ფონდი ძირითადად შედგება ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვეული მასალისგან, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს ძვ. წ. III ათასწლეულიდან ჩვ. წ. აღ-ის VII-VIII სს. პერიოდს. მათ შორისაა: ფერადი ლითონების ნაკეთობათა კოლექცია (ანტიკური პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე), ნუმიზმატიკა (ალექსანდრე მაკედონელის, იუსტინიანეს, ელისაბედ დედოფლის ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი), ამავე პერიოდის ვერცხლის აზარფეშა ფრინველების გამოსახულებით, ეთნოგრაფიული მასალა (XIX-XX საუკუნეების მიჯნა), ფოთის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტური და ფოტომასალა.

შესასვლელი ბილეთების ფასი:უფროსებისათვის: 1 ლ. ბავშვებისა და სტუდენტებისთვის: 0.50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა , 10 სთ-დან 18 სთ-მდე

Posted on October 28, 2011, in სამეგრელო და ზემო სვანეთი. Bookmark the permalink. Comments Off on ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: