მიხეილ ხერგიანის სახლ–მუზეუმი

მისამართი: მესტია, მ. ხერგიანის ქ. 36
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1983 წელი
იურიდიული სტატუსი: ააიპ (მესტიის მუნიციპალიტეტი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატთა რაოდენობა: 458

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის I სართულზე, სვანურ მაჩუბში ექსპონირებულია ცნობილი მთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ ხერგიანის (1932-1969 წ.წ.) პირადი ნივთები – სვანური ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული მასალა – ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები, სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ხატები, სამი დარბაზი ეთმობა ქართული ალპინისტური სკოლის განვითარების ისტორიას, მ. ხერგიანის მოგზაურობებს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში, ფოტოებს, ჯილდოებს, საჩუქრებს, მათ შორისაა: ფერწერული ტილოები, წიგნები, დოკუმენტური ფილმები, ვლ. ვისოცკის სიმღერის ჩანაწერი, რომელიც მან მიუძღვნა ხერგიანს, აგრეთვე უახლესი ფოტომასალა ქართველი ალპინისტების მოღწევების შესახებ

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ზაფხულობით, ყოველდღე, 11 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: შენობის რეაბილიტაციის გამო, ბილეთები არ იყიდება

Posted on October 28, 2011, in სამეგრელო და ზემო სვანეთი. Bookmark the permalink. Comments Off on მიხეილ ხერგიანის სახლ–მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: