კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმ -ნაკრძალის მისამართი:  5300, წალკა, არისტოტელეს ქ. 19
ტელეფონი: (+995 90) 880 115
ელ-ფოსტა: kldekari@heritagesites.ge
ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
მუზეუმ -ნაკრძალის დაფუძნების  თარიღი: 1992  წელი
მუზეუმ -ნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში
მუზეუმ -ნაკრძალმის ტიპი (პროფილი):  ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა:  1200

მუზეუმ -ნაკრძალის მოკლე აღწერა: ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს ისტორიული კლდეკარის საერისთავოს ტერიტორიაზე პირველი ერისთავის – ლიპარიტ ბაღვაშის მიერ IX ს-ის 70-იან წლებში აგებული ციხის ნაშთებს და ციკლოპური ტიპის ნაგებობებს, რომლებიც მდებარეობს ჯავახეთიდან თრიალეთზე ქართლში გადასასვლელ ერთადერთ ისტორიულ გზაზე; აგრეთვე თრიალეთისა და არგვეთის ხეობის შუასაუკუნეების პერიოდის მრავალრიცხოვან ძეგლებს, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესწავლისათვის.

სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 – 17:00 სთ.
მუზეუმ -ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის – 1 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან:  6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის  წევრები,  I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გდაადგილებული პირები.

Posted on November 2, 2011, in ქვემო ქართლი. Bookmark the permalink. Comments Off on კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალი.

Comments are closed.

%d bloggers like this: