თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ. 4
ტელეფონი: (+995 77) 95 39 55
მუზეუმის დაფუძნების  თარიღი: 1965   წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი:  ააიპ (თეთრიწყაროს კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 10376

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, მათ შორის: საბრძოლო და შრომის იარაღები, ბრინჯაოს ჭვირული, ასტრალური ბალთები, პასტის, სარდიონის, ფირუზუსა და მინის მძივები; რკინის ხანის ცულის პირები, საბრძოლო იარაღები, ოთხთვალა საბრძოლო ეტლი, თიხის სხვადასხვა ზომის, შეფერილობისა და მოხატულობის საოჯახო ჭურჭელი.  მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების ნიმუშები, სხავდასხვა პერიოდის ეთნოგრაფიული მასალა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი:  ყოველდღე,  შაბათ-კვირის  გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ, ბავშვებისა და სტუდენტებისათვის : 0.50 ლ
უბილეთოდ დაიშვებიან:  6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, იძულებით გადაადგილებული პირები.

Posted on November 2, 2011, in ქვემო ქართლი. Bookmark the permalink. Comments Off on თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: