ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი: ქ. ქუთაისი, ნაზარიშვილის ქ. N7
ტელეფონი: (+995 31) 5 01 55
ელ-ფოსტა: kutaisi@heritagesites.ge
ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1938 წელი
მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული

მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს: ქუთაისის, წყალტუბოსა და ტყიბულის ტერიტორიაზე განლაგებულ ისტორიულ, არქიტექტურულ, არქეოლოგიურ ძეგლებს, UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს – ბაგრატის საკათედრო ტაძარს (XI ს.) და გელათის სამონასტრო კომპლექსს (XII ს.), აგრეთვე მოწამეთას სამონასტრო კომპლექსს, მეფეთა სასახლეს გეგუთში (XII ს.) და XVI ს. იმერეთის მეფეთა სასახლეს – “ოქროს ჩარდახს”.

სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის – 1 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გდაადგილებული პირები.

Posted on ნოემბერი 1, 2011, in იმერეთი. Bookmark the permalink. გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი.

დისკუსია დახურულია.