Category Archives: შიდა ქართლი

ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: კასპი, სოფ. კავთისხევი
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1993 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი : ააიპ (კასპის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 1187

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი მუსიკოსის ომარ კელაპტრიშვილის მემორიალური ნივთები, მდიდარი სანოტო ფონდი, ეთნოგრაფიული, აუდიო, ვიდეო, ფოტო და დოკუმენტური მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, მუსიკოსისადმი მიძღვნილი საჩუქრები


მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათისა და სამშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უ ფ ა ს ო

Advertisements

გიორგი მაზნიაშვილის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: კასპი, სოფ. სასირეთი
ტელეფონი: (+995 99) 35 56 22
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1990 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი : ააიპ (კასპის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 122

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია გენერალ გიორგი მაზნიაშვილის (1870-1937 წწ) მემორიალური ნივთები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა, ეთნოგრაფიის და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათისა და სამშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ხაშური, დაბა სურამი, დავით გურამიშვილის ქ. 2
ტელეფონი: (+995 268) 7 14 35
ელ-ფოსტა: liana20@posta.ge 
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1952 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხაშურის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 433

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია სურამელი აზნაურის, ცნობილი ეთნოგრაფის ნიკოლოზ აბაზაძის XIX ს-ის სახლში, მუზეუმის ფონდებში დაცულია ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის ლესია უკრაინკას (Larysa Petrivna Kosach-Kvitka, 1871-1913 წწ.) ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხავა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ, ბავშვებისა და სტუდენტებისათვის: 0.50 ლ.

დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმის მისამართი: 7300, ცხინვალის რაიონი, სოფელი ქურთა
ტელეფონი: (+995 90) 880 119
ელ-ფოსტაdidiliakhvi@heritagesites.ge
ვებ-გვერდიwww.heritagesites.ge 
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1991 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: დიდი ლიახვის აუზში მრავლადაა წინარეანტიკური და ანტიკური ხანის სამაროვნები და ნამოსახლარები, შუა საუკუნეების გუმბათიანი და დარბაზული ეკლესიები, ციხე-სიმაგრეები, მათ შორის: ნიქოზის საეპისკოპოსო კომპლექსი (V-XVI სს.), ერედვის წმ. გიორგის ეკლესია (X ს.), ხეითის მთავარანგელოზი (XIX ს.), კეხვის ციხე (განვითარებული შუა საუკუნეები), თირის მონასტერი (XIII ს.), ბელოთის ქემერტის წმ. გიორგის ეკლესია IX-X სს., ქვემო აჩაბეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესია, ივანე მაჩაბლის სასახლე სოფელ თამარაშენში, სოფ. არბოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (X ს.), სოფ. ტირძნისის “სამება” (XI ს.).

2008 წლის ომის შედეგად მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ოკუპირებულია

ივანე ჯავახიშვილის სახლ- მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: კასპი, სოფ.ხოვლე
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1969 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (კასპის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 485

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის (1876-1940 წწ.) მემორიალური ნივთები, მდიდარი საბიბლიოთეკო ფონდი, ხოვლე-გორას არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტო და დოკუმენტური მასალები.


მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათისა და სამშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ხაშური, სოფ. ქვიშხეთი
ტელეფონი: (+995 268) 2 00 08, (+995 99) 56 75 32
ელ-ფოსტაsamsonidze_dato@yahoo.com
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1990 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხაშურის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 805

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია XIX ს-ის 60-იანი წლების საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანის (1814 -1887 წწ.) მიერ სააგარაკოდ აგებულ სახლში. მუზეუმის ფონდები ძირითადად მოიცავს დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ მასალას: გამოცემებს, ხელნაწერებს, წერილებს, ფოტომასალას, აგრეთვე ყოფისა და ეთნოგრაფიის, ნუმიზმატიკისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ. ბავშვებისა და სტუდენტებისათვის: 0. 50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, იძულებით გადაადგილებული პირები

ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: 4500, ქარელი, ალ. ყაზბეგის ქ. 86
ტელეფონი: (+995 69) 3 21 39
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1973
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ქარელის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა:1235

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალები: კაჟის ქვის ნაკეთობები, საბრძოლო და სამეურნეო ნივთები, რკინის ხმლები, ბრინჯაოს ბალთები, შუბისპირები, სამკაული, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XIX ს-ის საყოფაცხოვრებო ნივთები, წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: კასპი, სოფ. ლამისყანა
ტელეფონი: (+995 55) 24 37 80
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1985 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი : ააიპ (კასპის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 1685

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ჯამბაკურ-ორბელიანების XVIII-XIX ს.ს.-ის სასახლეში. მუზეუმის კოლექციები ძირითადად მოიცავს XVIII _XIX ს.ს.-ის ეთნოგრაფიულ მასალებს , აგრეთვე ნუმიზმატიკურ, დოკუმენტურ და ფოტო მასალას, სახვითი ხელოვნების ნიმუშებს

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

გამოფენები: “მუზეუმის ფონდებიდან”, “ორბელიანთა გენეალოგია”
საგანმანათლებლო პროგრამები: “ ერისთავ- ორბელიანები და საქართველოს ისტორია”, “ “მუზეუმი და საზოგადოება”, “მოხალისე გიდები”, “ დავით გურამიშვილი – თეოლოგი და დიდაქტიკოსი”
გამოცემები: გამოსაცემად მზადდება მუზეუმის გზამკვლევი

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: გორის რ-ონი, სოფ. ვარიანი
ტელეფონი: (+995 92) 02 07 07
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1958 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან – სსიპ (საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 2123

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკისა და საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის (1840-1912 წ.წ.) მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა, წიგნადი ფონდი; მათ შორის მისი ნაშრომებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების პირველი გამოცემები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები: ელ. ახვლედიანის, ვ. ჭანკვეტაძის, რ. კეჭაყმაძის, ი. გოგოლაშვილის, მ. გეწაძის, ბ. მანაგაძის და სხვათა ფერწერული ტილოები, ფოტო და დოკუმენტური მასალა

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ. ბავშვებისთვის: 0.50 ლ. სტუდენტებისთვის: 0.50 ლ.
უფასოდ დაიშვებიან: იძულებით გადაადგილებული პირები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, 6 წლამდე ასაკის ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ჯარისკაცები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები.

ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი: 0600, დ. ახალგორი, თამარ მეფის ქ. 57
ტელეფონი: (+995 90) 880 116, 891 137 691
ელ-ფოსტაksani@heritagesites.ge
ვებ-გვერდიwww.heritagesites.ge
მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1988 წელი
მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 4594

მუზეუმ-ნაკრძალის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის შენობა განთავსებულია ქსნის ერისთავთა ყოფილ სასახლეში – XVII ს-ის დასაწყისის ხუროთმოძღვრულ ანსამბლში, რომელიც XIX ს-ში ამპირის სტილით გადააკეთეს. მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია ქსნის ხეობაში აღმოჩენილი წინარე და ადრეანტიკური ხანის არტეფაქტები: საბრძოლო იარაღები, სამკაულები, აგრეთვე ნუმიზმატიკური კოლექცია, XVIII-XIX სს-ის მოჭიქული კერამიკა, XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა.

სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის – 1 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.