Category Archives: თბილისი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი

მისამართი: 0105, თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3
ტელეფონი: (+995 32) 998 022
ელ-ფოსტა: info@museum.gedavidts03@yahoo.com
ვებ-გვერდი: www.museum.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2006 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 3000

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდთან (1921-1991 წწ.) დაკავშირებული მასალები, რომელთა უმრავლესობა მოპოვებული იქნა უშიშროების არქივიდან, აგრეთვე სხვადასხვა მუზეუმის არქივებიდან, საცავებიდან, ოჯახებიდან. მათ შორისაა: სხვადასხვა სახის დოკუმენტები და ნივთიერი მასალები, დაკითხვის ოქმები, ფოტომასალები, ინსტალაციები. მუზეუმში შემუშავებულია საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეძღვნება ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს. ამჟამად მუზეუმი განთავსებულია სიმონ ჯანაშიას სახ. მუზეუმში და უახლოეს ხანებში გადაინაცვლებს ცალკე შენობაში.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან – 16 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სტუდენტებისათვის – 1.5 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 10 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.

Advertisements

საქართველოს ეროვნული მუზეუმი. თბილისის არქეოლოგიური საცავი

მისამართი: 0159, თბილისი, თრელის გორა
ტელეფონი: (+995 32) 52 13 05
ელ-ფოსტა: mikho@archaeologist.com
ვებ-გვერდი: www.museum.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1988 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო), როგორც თბილისის არქეოლოგიური საცავი
ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 10 000

კოლექციების მოკლე აღწერა: საცავში დაცულია თბილისის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძეგლები, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ძვ. წ. V ათასწლეულიდან ფეოდალური ხანის ჩათვლით. მათ შორის: მოკალული ბრინჯაოს ნივთები დელისის ნამოსახლარიდან, რომელთა ასაკი 4000 წელს აღწევს; თრელის სამაროვანის ძვ. წ. XII-VIII-VII სს-ის სამეფო სამარხების ინვენტარი, ბრინჯაოსა და თიხის მცირე სკულპტურის ნიმუშები, სხვადასხვა მასალებისაგან დამზადებული სამკაულები, კერამიკისა და მინის ნაწარმი და სხვა.

საცავის მუშაობის განრიგი: მუზეუმში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საცავში შესასვლელი ბილეთის ფასი: მუზეუმში მიმდინარეობს რეორგანიზაცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ეროვნული გალერეა

მისამართი: 0108, თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 11
ტელეფონი: (+995 32) ) 93 16 52, 98 48 11
ელ-ფოსტა: info@museum.ge
ვებ-გვერდი: www.museum.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1917 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2007 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების
ექსპონატთა რაოდენობა: 30 000

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: გალერეის ფონდებში დაცულია თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების (ფერწერა, გრაფიკა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება) ნიმუშები, მათ შორის: ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, სერგო ქობულაძის, ზურაბ ნიჟარაძის, ედმუნდ კალანდაძის, თენგიზ მირზაშვილის, დიმიტრი ერისთავის, მერაბ ბერძენიშვილის, ელგუჯა ამაშუკელის, ირაკლი ფარჯიანის, გია ბუღაძის, გია გუგუშვილის, ირაკლი სუთიძის, ლევან ლაღიძის, ნანა ჭურღულიას, გოგი წერეთლისა და სხვათა ნამუშევრები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან – 16 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სტუდენტებისათვის – 1.5 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 10 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

მისამართი:   0162, თბილისი, კუს ტბის გზატკეცილი №1
ტელეფონი: (+995 32) 23 09 60,  22 63 0299
ელ-ფოსტა:   info@museum.ge
ვებ-გვერდიwww.museum.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი:   1966 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004  წლიდან გაერთიანებულია  სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა  რაოდენობა:  8 000 ექსპონატი, მათ შორის 70 ექსპონატ-ნაგებობა

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა:  ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმს(ღია ცის ქვეშ მუზეუმი)  კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილში უკავია დაახლოებით 65 ჰექტარი ტერიტორია. ამჟამადაქ განლაგებულია 70 საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ხალხური ხუროთმოძღვრების ნიმუში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. ღია ცის ქვეშ მუზეუმში წარმოდგენილია 14 ეთნოგრაფიული ზონა: ქართლი, კახეთი, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, და სხვა. გარდა ამისა, მუზეუმში დაცულია სხვადასხვა სახის ქსოვილის (ხალიჩები, ფარდაგები, ხალხური სამოსელის ნიმუშები),ხის, კერამიკის, ტყავის ნაკეთობანი.

მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი:
 უფროსებისათვის – 3 ლ, სტუდენტებისათვის – 1.5 ლ,  სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით  – 10 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან:  6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, Iდა II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.
მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11სთ-დან – 16 სთ-მდე

საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)

მისამართი:   0105, თბილისი, სიონის ქ. 8
ტელეფონი: (+995 32) 98 22 81
ელ-ფოსტა:   info@museum.ge
ვებ-გვერდიwww.museum.ge
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004  წლიდან გაერთიანებულია  სსიპ-საქართველოსეროვნულიმუზეუმის შემადგენლობაში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის დაფუძნების თარიღი:   1910 წელი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა  რაოდენობა:50 000

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, მდიდარიარქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხურიგამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის  გარდა, 11 სთ-დან – 16 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი:უფროსებისათვის – 3 ლ, სტუდენტებისათვის – 1.5 ლ,  სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით  – 10 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან:  6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, Iდა IIკატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

მისამართი: 0105, ქ. თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. 1
ტელეფონი: (+995 32) 99 99 09, 99 35 66
ელ-ფოსტა: info@museum.ge
ვებ-გვერდი: http://www.museum.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1920 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების
ექსპონატთა რაოდენობა: 38 900-ზე მეტი

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციებში ძირითადად წარმოდგენილია ხელოვნების ნიმუშები შუა საუკუნეების ხანიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქროს ფონდს (საგანძური), სადაც გამოფენილია VIII-XIX სს-ის ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უნიკალური ნაკეთობები (VIII-XV სს.), რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები, მხატვრული ნაქარგობის ნატიფი ნიმუშები, აგრეთვე შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხატწერის, ხეზე კვეთის ნიმუშები. მუზეუმში დაცულია ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების კოლექცია (146 ფერწერული ტილო), გიგო გაბაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძისა და სხვა ქართველ მხატვართა ნაწარმოებები, XVIII-XIX სს-ების რუსეთის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისა (ლუკას კრანახი, შარდენი და სხვ.) და აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა ხელოვნების, მათ შორის, ყაჯარული პორტრეტების უმდიდრესი კოლექცია.
მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან – 16 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სტუდენტებისათვის – 1.5 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 10 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.

საქართველის ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

მისამართი: 0105, თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი, 3
ტელეფონი: (+995 32) 99 80 22, 93 48 21
ფაქსი: (+995 32) 982133
ელ-ფოსტა: info@museum.ge
ვებ-გვერდი: http://www.museum.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1852 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული მუზეუმი
ექსპონატთა რაოდენობა: 1200 000

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: საქართველოს უძველესი მუზეუმის ფონდებში დაცულია მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა. სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის აღსანიშნავია დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდების ნაშთების გამოფენა, რომელიც 1.800 000 წლით თარიღდება და წარმოადგენს ადამიანის წინაპრის აფრიკის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ უძველეს ნიმუშს. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, მრავალფეროვანი ოქროს ფონდი (ძვირფასი ლითონისა და ქვის ნაკეთობები ჩვ. აღ-მდე III ათასწლეულის II ნახევრიდან ჩვ. წ. IV ს.-ის ჩათვლით). მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და სხვ.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან – 16 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სტუდენტებისათვის – 1.5 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის – 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 10 ლ.

უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.
გამოფენები: პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოსა და საზღვარგარეთ