საქართველოს ეროვნული მუზეუმი. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი

მისამართი: 0105, თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3
ტელეფონი: (+995 32) 998 022
ელ-ფოსტა: info@museum.gedavidts03@yahoo.com
ვებ-გვერდი: www.museum.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2006 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 3000

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდთან (1921-1991 წწ.) დაკავშირებული მასალები, რომელთა უმრავლესობა მოპოვებული იქნა უშიშროების არქივიდან, აგრეთვე სხვადასხვა მუზეუმის არქივებიდან, საცავებიდან, ოჯახებიდან. მათ შორისაა: სხვადასხვა სახის დოკუმენტები და ნივთიერი მასალები, დაკითხვის ოქმები, ფოტომასალები, ინსტალაციები. მუზეუმში შემუშავებულია საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეძღვნება ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს. ამჟამად მუზეუმი განთავსებულია სიმონ ჯანაშიას სახ. მუზეუმში და უახლოეს ხანებში გადაინაცვლებს ცალკე შენობაში.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან – 16 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სტუდენტებისათვის – 1.5 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 10 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.

Posted on December 14, 2011, in თბილისი, მუზეუმები, Tushetiland. Bookmark the permalink. Comments Off on საქართველოს ეროვნული მუზეუმი. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: