ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი: 0600, დ. ახალგორი, თამარ მეფის ქ. 57
ტელეფონი: (+995 90) 880 116, 891 137 691
ელ-ფოსტაksani@heritagesites.ge
ვებ-გვერდიwww.heritagesites.ge
მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1988 წელი
მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 4594

მუზეუმ-ნაკრძალის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის შენობა განთავსებულია ქსნის ერისთავთა ყოფილ სასახლეში – XVII ს-ის დასაწყისის ხუროთმოძღვრულ ანსამბლში, რომელიც XIX ს-ში ამპირის სტილით გადააკეთეს. მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია ქსნის ხეობაში აღმოჩენილი წინარე და ადრეანტიკური ხანის არტეფაქტები: საბრძოლო იარაღები, სამკაულები, აგრეთვე ნუმიზმატიკური კოლექცია, XVIII-XIX სს-ის მოჭიქული კერამიკა, XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა.

სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის – 1 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

Posted on ნოემბერი 2, 2011, in შიდა ქართლი. Bookmark the permalink. გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი.

დისკუსია დახურულია.