სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: გორი, კირიონ II ქ. 12
ტელეფონი: (+995 270) 7 28 67, 2 73 67
ელ-ფოსტაethnomuseumgori@gmail.com 
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1935 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (გორის მუნიციპალიტეტი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 81000

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ძვ. წ. IV-III ათასწლეულების არქეოლოგიური მასალა, ნუმიზმატიკის ნიმუშები, აგრეთვე XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა: ხალიჩები, ფარდაგები (ქართული და ყარაბაღული), ქირმანშალები, ოქრომკედით ნაქარგი საეკლესიო დანიშნულების სამოსელი, XVII–XIX სს-ის საბრძოლო იარაღის კოლექცია. მუზეუმს აქვს ფილიალები: ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი სოფ. არბოში და ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი სოფ. ძევერაში

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 9.30 სთ-დან 17. 30 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 3 ლ, ბავშვებისათვის: 0.50 ლ, სტუდენტებისთვის : 1 ლ.
შეღავათიანი მომსახურება: მეცნიერებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მეცნიერებათა აკადემიის წევრები, სასულიერო პირები
უფასოდ დაიშვებიან: მუზეუმის თანამშრომლები, ICOM-ის წევრები, იძულებით გადაადგილებული პირები, ჯარისკაცები, ომის ვეტერანები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, I და II ჯგუფის ინვალიდები, მრავალშვილიანი ოჯახები

Posted on November 2, 2011, in შიდა ქართლი. Bookmark the permalink. Comments Off on სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: