ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მისამართი: 3600, ონი, რუსთაველის ქ. 26
ტელეფონი: (+995 99) 376 863
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1937 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ონის მუნიციპალიტეტი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა:15 500 -ზე მეტი

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალა მოიცავს ქვეყნის ისტორიულ-კულტურული განვითარების სხვადასხვა პერიოდს (ქვის ხანიდან გვიანფეოდალური ხანის ჩათვლით). ექსპონატთა უმრავლესობა განეკუთნება ბრინჯაოს პერიოდს. მათ შორისაა: ბრინჯაოს ცხვრის ქანდაკება, ჭვირული ასტრალური ბალთები, ხარის საბუზარები, ქალის სამკაულები, საბრძოლო და შრომის იარაღის სეგმენტები; X-XI ს-ის წმ. გიორგისა და წმ. სამების ეკლესიების არქიტექტურული დეტალები და რელიეფის ფრაგმენტები, X-XIV სს-ის ფულის ნიშნები, XIX ს-ის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, ხელნაწერი და ბეჭდური წიგნები, XX ს-ის ცნობილ ქართველ მხატვართა ფერწერული ტილოები (უჩა ჯაფარიძე, ვალენტინ შერპილოვი, ვასილ შუხაევი, დავით ნალბანდიანი, სერგო ჩახოიანცი და სხვა).

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ, სტუდენტებისა და ბავშვებისათვის: 0.50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი პირები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

Posted on November 2, 2011, in რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. Bookmark the permalink. Comments Off on ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: