ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: 1600, დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი მირზაანი
ტელეფონი: (+99590) 880 123
ელ-ფოსტა: nikopirosmanishvili@heritagesites.ge
ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1960 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2009 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 9778

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი წარმოადგენს ცნობილი ქართველი მხატვრის – ნიკო ფიროსმანაშვილის (1862-1918) მემორიალურ კომპლექსს, რომელშიც შედის მხატვრის საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობებით და 1979 წელს აგებული საგამოფენო დარბაზი. საგამოფენო დარბაზში ექსპონირებულია ნიკო ფიროსმანაშვილის 14 ორიგინალი (”სონა უკრავს გარმონს”, ”წარაფი”, ”კალოობა”, ”მოწყალების და სააღდგომო კვერცხებით”, ”მუშა”, ”შოთა რუსთაველი”, ”თამარ მეფე” და სხვა), მხატვრის პირადი ნივთები, XX ს-ის ქართველ მხატვართა ნამუშევრები (ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, კობა გურული, ნათელა იანქოშვილი და სხვ.) ხელნაწერები (ფიროსმანის პირადი საქმე, ფიროსმანისადმი მიძღვნილი ქართველ პოეტთა ლექსები და სხვა), XIX-XX სს. ქიზიყური ყოფის ამსახველი ექსპონატები – ხალიჩები, ფარდაგები (მათ შორის ფიროსმანის დედის მიერ მოქსოვილი ფარდაგი), ჭურჭელი, სამუშაო იარაღები და სხვა (10 000 ექსპონატი). მუზეუმს აქვს ფილიალები: 1. ნიკო ფიროსმანის თბილისის სახლ-მუზეუმი 2. ” 9 აპრილი მუზეუმი ” – დედოფლისწყაროში 3. ” დიდების მემორიალი ” – ს. ზემო მაჩხაანში
სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის – 1 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

Posted on November 2, 2011, in კახეთი. Bookmark the permalink. Comments Off on ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: