ლადო მუსელიანის სახელობის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ლენტეხი, ილია ჭავჭავაძის ქ. 14
ტელეფონი: (+995 90) 87 87 24
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1937 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ლენტეხის მუნიციპალიტეტი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 3320

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, XI-XII ს.ს-ის საეკლესიო ნივთები, XVII-XVIII ს.ს-ის ხელნაწერი ლოცვები, ქვემო სვანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი კოლექცია, რომელიც ექსპონირებულია მუზეუმის კუთვნილ მაჩუბში – სვანური ტიპის საცხოვრებელ სახლში.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისა და სტუდენტებისათვის: 1 ლ, ბავშვებისათვის: 0.20 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი პირები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

Posted on November 2, 2011, in რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. Bookmark the permalink. Comments Off on ლადო მუსელიანის სახელობის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: