კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

უზეუმის მისამართი: კასპი, სტალინის ქ. 88
ტელეფონი: (+995 271) 2 24 14
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1960 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 19082

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია კასპის, რენეს, მეტეხის, თეზის ტერიტორიებზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ადრე და შუაბრინჯაოს ხანის მასალები, ყორღანებიდან მოპოვებული ძვ. წ. III-I ათასწლეულით დათარიღებული ნივთები, ძირითადად თრიალეთის კულტურისთვის დამახასიათებელი კერამიკა, გვიანბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, ძვ. წ. XIV-XII სს-ით დათარიღებული სამოსელის დეტალები, ცხენის აღკაზმულობა, სამუშაო და საბრძოლო იარაღი (აღმოსავლეთქართული ცულები, სატევრები, შუბისპირები – ძვ. წ. XIII-VII სს), სოფელ სასირეთში შემთხვევით აღმოჩენილი მოოქროვილი ვერცხლის დისკო (ძვ. წ. III ს.), ელინისტური ხანის ბრინჯაოს დიონისეს ქანდაკება (ძვ. წ. III-II სს.) და სამტუჩა სურა-ოინოხოია (ახ. წ. I ს.), შუა საუკუნეების თიხის მოჭიქული ჭურჭელი.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

Posted on November 2, 2011, in შიდა ქართლი. Bookmark the permalink. Comments Off on კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: