ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: გორი, სტალინის გამზ. # 32
ტელეფონი: (+995, 270) 7 26 81
ფაქსი: (+ 995 270) 7 52 15
ელ-ფოსტაgori49@posta.gestalinmuseum@posta.ge 
ვებ-გვერდიwww.stalinmuseum.ge 
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1937 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2005 წლიდან – სსიპ (საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 47 445

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: საბჭოთა პერიოდის სახელმწიფო მოღვაწისა და პოლიტიკოსის ი. ბ. სტალინის (1879-1953 წწ.) მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში შედის მემორიალური სახლი, სადაც დაიბადა სტალინი, აგრეთვე საექსპოზიციო შენობა კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი ინტერიერით, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში დაცულია სტალინის პირადი ნივთები, კრემლის კაბინეტი, ხელნაწერები, საჩუქრები მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, სტალინის ნიღაბი (ავტორი მანიზერი), ფერწერული ტილოები (უ. ჯაფარიძე, ლ. გუდიაშვილი. ე. ახვლედიანი, გ. თოთიბაძე, ქ. მაღალაშვილი, აპ. ქუთათელაძე, ა. ბლიოტკინი, ვ. სეროვი, დ. მაისაშვილი, ს. სემიონოვი და სხვ.).

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 18 სთ-მდე ზაფხულის პერიოდში, 10 სთ-დან 17 სთ-მდე ზამთრის პერიოდში
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 10 ლ, ბავშვებისათვის: 1ლ, სტუდენტებისათვის : 3 ლ.
უფასოდ დაიშვებიან: მუზეუმის თანამშრომლები, ICOM-ის წევრები, იძულებით გადაადგილებული პირები, ჯარისკაცები, ომის ვეტერანები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, I და II ჯგუფის ინვალიდები, მრავალშვილიანი ოჯახები

Posted on November 2, 2011, in შიდა ქართლი. Bookmark the permalink. Comments Off on ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: