თელავის ისტორიული მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: თელავი, ერეკლე II გამზ. 1
ტელეფონი: (+995, 250) 3 00 54, 7 21 59, 7 31 59
ელ-ფოსტა: telavisistoriulimuzeumi@yahoo.com
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1927 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ 2008 წლიდან (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 67 367

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში საქართველოს მეფის ერეკლე II-ისა (1720 -1798 წ.წ.) და ბაგრატოვანთა სამეფო გვარის წარმომადგენელთა მემორიალურ ნივთებთან ერთად დაცულია ნუმიზმატიკის, ადრეფეოდალური და გვიანი შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალა, XVII-XIX სს-ის სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, სამოსელის, ხალიჩებისა და ფარდაგების მდიდარი კოლექციები, ხელნაწერები, მეფე ერეკლეს სტამბაში დაბეჭდილი წიგნები, სახვითი ხელოვნების საინტერესო ნიმუშები. მათ შორის: XIXს-ის ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, რუსული (ი. აივაზოვსკის, ა. კრამსკოისა და “პერედვიჟნიკების” პერიოდის სხვა მხატვართა ნაწარმოებები) მხატვრობისა და მცირე პლასტიკის ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მხატვართა (ელ. ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის, ჯ. ხუციშვილისა და სხვათა) ნამუშევრები. სამუზეუმო კომპლექსში შედის: კახთა მეფის სასახლე XVII-XVIII ს.ს., სასახლის კარის ეკლესიები – X-XVIII ს.ს., მეფის აბანო – XVII ს., საიდუმლო გვირაბი – XVIII ს., ქეთევან იაშვილის სამხატვრო გალერეა – XIX ს.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 2,0 ლ, სტუდენტებისათვის: 1,0 ლ, ბავშვებისათვის: 0.50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები

Posted on November 2, 2011, in კახეთი. Bookmark the permalink. Comments Off on თელავის ისტორიული მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: