ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიული მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ცაგერი, რუსთაველის ქ. 59
ტელეფონი: (+995 238) 2 22 57, 899 93 31 24
ელ-ფოსტაkhvamli5@mail.ru 
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1937 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ცაგერის მუნიციპალიტეტი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 10 000

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქვემო სვანეთსა და ლეჩხუმში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა, რომელიც ძირითადად მოიცავს ადრეულ და გვიანი ბრინჯაოს ხანას, ანტიკურ პერიოდს. მათ შორისაა: ბრინჯაოს მხედარი, ბრინჯაოს განძი, აღმოსავლური და კოლხური ბრინჯაოს სტილიზებული ცულები, კავკასიური სიკილი, ხეთური ლაგამი, ქვის ხანის იარაღები: ცულ-წერაქვი, ისრისპირები, სახნისი, დანები; ნუმიზმატიკის ნიმუშები (ალექსანდრე მაკედონელის მონეტა, ლიზიმაქეს ოქროს სტატერი, კეისრების ოქტავიანესა და ადრიანეს მონეტები, არაბული და თურქული მონეტები და სხვ.), XVII-XIX სს-ის საეკლესიო ნივთები, იშვიათი ბიბლიოგრაფიული გამოცემები, დ. ერმაკოვისა და ალ. როინიშვილის უნიკალური ფოტომასალა ლეჩხუმზე. მუზეუმის ფილიალები: ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი (ს. ბარდნალა), სევერიან ისიანის სახლ-მუზეუმი (ზოგიში), არჩილ გელოვანის სახლ-მუზეუმი ( ს. სპათაგორი)

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისა და სტუდენტებისათვის: 1 ლ. ბავშვებისათვის: 0.20 ლ
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

Posted on November 2, 2011, in რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. Bookmark the permalink. Comments Off on ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიული მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: