ვაჟა-ფშაველას სახლ- მუზეუმი

მისამართი: 1810, დუშეთი, სოფ. ჩარგალი
ტელეფონი: (+995 55) 12 75 27
ელ-ფოსტაlelaraz@yahoo.com
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1961 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ 2008 წლიდან (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატთა რაოდენობა: 2344

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას (1861-1915 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა. მუზეუმის ფილიალი: კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან 16 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისა და სტუდენტებისათვის – 1 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის – 0.50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

Posted on November 2, 2011, in მცხეთა მთიანეთი. Bookmark the permalink. Comments Off on ვაჟა-ფშაველას სახლ- მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: