დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ხაშური, სოფ. ქვიშხეთი
ტელეფონი: (+995 268) 2 00 08, (+995 99) 56 75 32
ელ-ფოსტაsamsonidze_dato@yahoo.com
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1990 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხაშურის სამუზეუმო გაერთიანება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 805

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია XIX ს-ის 60-იანი წლების საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანის (1814 -1887 წწ.) მიერ სააგარაკოდ აგებულ სახლში. მუზეუმის ფონდები ძირითადად მოიცავს დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ მასალას: გამოცემებს, ხელნაწერებს, წერილებს, ფოტომასალას, აგრეთვე ყოფისა და ეთნოგრაფიის, ნუმიზმატიკისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ. ბავშვებისა და სტუდენტებისათვის: 0. 50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, იძულებით გადაადგილებული პირები

Posted on November 2, 2011, in შიდა ქართლი. Bookmark the permalink. Comments Off on დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: