დიდი მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმის მისამართი: 3300, ქ. მცხეთა, დავით აღმაშენებლის ქ. N34.
ტელეფონი: (+995 90) 880 112
ელ-ფოსტაmtskheta@heritagesites.ge 
ვებ-გვერდიwww.heritagesites.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1958 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2009 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 30 000-ზე მეტი

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია სხვადასხვა პერიოდის უნიკალური არქეოლოგიური ნიმუშები, მათ შორის მიწათმოქმედთა უძველესი იარაღები (ძვ.წ. IV ათასწ.), პრეისტორიული ხანის საბავშვო სათამაშოები (ძვ.წ. II ათსწ.), ანტიკური ხანის ოქრომჭედლობის არტეფაქტები და ბერძნული ეპიგრაფიკის ნიმუშები; აქვე მდებარეობს მცხეთის უძველესი სამაროვანი ძვ.წ. II ათსწ. – ახ.წ. VIII-IX სს.) და ნამოსახლარი (ძვ.წ. VIII-VII სს.), ანტიკური და ადრეშუასაუკუნეების ხანის უმნიშვნელოვანესი ძეგლებს: არმაზციხე-ბაგინეთი – ქალაქ მცხეთის აკროპოლისი და ქართლის მეფეთა რეზიდენცია (ძვ.წ. III – ახ.წ. VIII სს.), არმაზისხევი – პიტიახშ-ერისთავთა რეზიდენცია და სამაროვანი, კლდოვანი მთის ციცაბო კალთის ძირას ნაგები მავზოლეუმი (I ს.).

სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 – 17:00 სთ.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის – 1 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

Posted on November 2, 2011, in მცხეთა მთიანეთი. Bookmark the permalink. Comments Off on დიდი მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი.

Comments are closed.

%d bloggers like this: