დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმის მისამართი: 7300, ცხინვალის რაიონი, სოფელი ქურთა
ტელეფონი: (+995 90) 880 119
ელ-ფოსტაdidiliakhvi@heritagesites.ge
ვებ-გვერდიwww.heritagesites.ge 
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1991 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: დიდი ლიახვის აუზში მრავლადაა წინარეანტიკური და ანტიკური ხანის სამაროვნები და ნამოსახლარები, შუა საუკუნეების გუმბათიანი და დარბაზული ეკლესიები, ციხე-სიმაგრეები, მათ შორის: ნიქოზის საეპისკოპოსო კომპლექსი (V-XVI სს.), ერედვის წმ. გიორგის ეკლესია (X ს.), ხეითის მთავარანგელოზი (XIX ს.), კეხვის ციხე (განვითარებული შუა საუკუნეები), თირის მონასტერი (XIII ს.), ბელოთის ქემერტის წმ. გიორგის ეკლესია IX-X სს., ქვემო აჩაბეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესია, ივანე მაჩაბლის სასახლე სოფელ თამარაშენში, სოფ. არბოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (X ს.), სოფ. ტირძნისის “სამება” (XI ს.).

2008 წლის ომის შედეგად მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ოკუპირებულია

Posted on November 2, 2011, in შიდა ქართლი. Bookmark the permalink. Comments Off on დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალი.

Comments are closed.

%d bloggers like this: