დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი:დედოფლისწყარო, ცხრა ძმის ქ.
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1975 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 13043

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ძვ. წ. VI-I სს-დან გვიანფეოდალურ ხანამდე) აღმოჩენილი თიხისა და ბრინჯაოს მასალა, ნუმიზმატიკა (VI ს. ვერცხლისა და ოქროს სასანური მონეტები, ქართული, ჰულაგოიდური, რუსული, გერმანული მონეტები), ეთნოგრაფიული მასალები (ქიზიყური ფარდაგები, ხურჯინები, ჯეჯიმები, ფიანდაზი, ოქრომკედით ნაქარგი ყაჯარი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები), XX ს-ის ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

Posted on November 2, 2011, in კახეთი. Bookmark the permalink. Comments Off on დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: