ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ამბროლაური, თამარ მეფის ქ. 4
ტელეფონი: (+995 95) 55 59 15
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1965 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ამბროლაურის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ხელოვნების
ექსპონატების რაოდენობა: 565

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ლ. გუდიაშვილის. ელ. ახვლედიანის, უ. ჯაფარიძის, ა. ვარაზის, ბ. ქუთათელაძის, ე. ბაღდავაძის, ქ. მაღალაშვილის, დ. ერისთავის, ზ. ნიჟარაძის, რ. სტურუას, ნ. მეტონიძის, კ. გურულის, ნ. ბოტკოველის, შ. ჩლაიძის და სხვა ქართველ მხატვართა ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული, სკულპტურული ნამუშევრები, ჭედურობის ნიმუშები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ, ბავშვებისა და სტუდენტებისათვის: 0.50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.

Posted on November 2, 2011, in რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. Bookmark the permalink. Comments Off on ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: