ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მისამართი: 5500, ჭიათურა, თხელიძის ქ. 5
ტელეფონი: (+995 95) 20 16 61
ელ-ფოსტა: ch.culturiscenter@gmail.com
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1962 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ტურიზმისა და სამუზეუმო განყოფილება)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 16 292

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ჭიათურის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III ათასწლეულით დათარიღებული ბრინჯაოს ცულები, შუბისპირები, ქინძისთავები, მძივები; აგრეთვე ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები; ადგილობრივ მხატვართა ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტომასალები, სხვადასხვა სახის დოკუმენტები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, კვირა-ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ, ბავშვებისა და სტუდენტებისთვის: 0.50 ლ
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

Posted on November 1, 2011, in იმერეთი. Bookmark the permalink. Comments Off on ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: