შალვა და პეტრე ამირანაშვილების სახლ-მუზეუმი

მისამართი: თერჯოლა, სოფ. ჩხარი
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1988 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატთა რაოდენობა: 342

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: შალვა (ქართველი მეცნიერი, ქართული ხელოვნებთმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1899-1975 წწ.) და პეტრე (1907-1976 წწ. ქართველი საოპერო მომღერალი) ამირანაშვილების სახლ-მუზეუმში დაცულია მემორირებული პირების ცხოვრება-მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ავეჯი, ხელნაწერები, სანოტო ჩანაწერები, აფიშები, მოსაწვევები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ჭურჭელი, სამეცნიერო ნაშრომები ასლები, ფოტო და დოკუმენტური მასალა. აგრეთვე რაიონის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, ნუმიზმატიკის ნიმუშები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან 16 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: 1 ლარი ( ყველა ასაკის მნახველისთვის)
უბილეთოდ დაიშვებიან: სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, იძულებით გადაადგილებული პირები

Posted on November 1, 2011, in იმერეთი. Bookmark the permalink. Comments Off on შალვა და პეტრე ამირანაშვილების სახლ-მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: