ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: წყალტუბო, სოფ. გაღმა ჩუნეში
ტელეფონი: (+995 231) 2 48 15
ელ-ფოსტა: sofo19.86@mai.ru
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1984 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 361

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ლორთქიფანიძის (1880-1944 წწ.) ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები: პირადი ნივთები, წერილები, მწერლის ნაწარმოებების პირველი გამოცემები და ფოტოილუსტრაციები, დოკუმენტები, ფოტომასალა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისა და სტუდენტებისათვის: 1 ლ,
ბავშვებისათვის: 0.50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

Posted on November 1, 2011, in იმერეთი. Bookmark the permalink. Comments Off on ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: