ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: 1000, ბაღდათი, ბაღდათის ქ. 51
ტელეფონი: (+995 90) 94 94 24
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1940 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 5600

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის I სართულზე ექსპონირებულია რაიონის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს პერიოდებს ადრე ქვის ხანიდან XIX ს-ის ბოლომდე, კერძოდ, ნუმიზმატიკის, ბონისტიკის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიურ კოლექციებს. მუზეუმის II სართულზე განთავსებულია ვლადიმერ მაიაკოვსკისა და მისი ოჯახის წევრების
მემორიალური ნივთები: XIX–XX ს.ს.-ის საოჯახო მასალა, პირადი ნივთები, XIX ს-ისა და XX ს-ის ლიტერატურული კოლექციების გამოცემები, პოეტის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

Posted on November 1, 2011, in იმერეთი. Bookmark the permalink. Comments Off on ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: