გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ვანი, სოფ. ჭყვიში
ტელეფონი: (+995 93) 56 05 06
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1966 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ 2008 წლიდან (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 7885

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია გალაკტიონ (1891-1959 წწ.) და ტიციან (1893-1937 წწ.) ტაბიძეების მემორიალური ნივთები: ავეჯი, ჭურჭელი, პირადი მოხმარების საგნები, სამოსი, ძველბეჭდური წიგნები გალაკტიონის მამის ბიბლიოთეკიდან: ,,დავითნი” (1867 წ.), ,,ვეფხისტყაოსანი” (1892 წ.), მე -19 ს-ის თიხის სხვადასხვა სახის ჭურჭელი, ნაქარგობის ნიმუშები: ქისები, ბალიშის გადასაფარებლები, სამშვენისები, ქართველ მხატვართა ( კ. სანაძე, კ. იგნატოვი, ვ. ჯაფარიძე), გრაფიკოსთა და სკულპტორთა (ბ. ავალიშვილი) ნამუშევრები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: 1ლარი
უფასოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ასაკის ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, იძულებით გადაადგილებული პირები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, ჯარისკაცები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები.

Posted on November 1, 2011, in იმერეთი. Bookmark the permalink. Comments Off on გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: