პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი: 6216, ქობულეთის რაიონი, სოფელი ციხისძირი
ტელეფონი: (+99590) 880 121
ელ-ფოსტა: petratsikhe@heritagesites.ge
ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1989 წელი
მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული

მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს ადრეშუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეს, გვიანდელი ხანის საფორტიფიკაციო დანიშნულების ნაგებობებს, V-VI სს. ბაზილიკის ნაშთებს, ანტიკური ხანის სამაროვნებსა და საცხოვრებელ ნაგებობათა (ე.წ. ვილის) ნაშთებს. ასევე, ტერიტორიაზე მიკვლეულია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები, გვიანბრინჯაო-ადრე რკინის ხანიდან მოყოლებული გვიან შუა საუკუნეებამდე. ნაკრძალის ტერიტორია მიოცავს დაახლოებით 7 ჰა.

სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე

მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის – 1 ლ.

უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

Posted on October 29, 2011, in აჭარა. Bookmark the permalink. Comments Off on პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი.

Comments are closed.

%d bloggers like this: