გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი: 6406, ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი გონიო
ტელეფონი: (+995 95) 35 21 20
ელ-ფოსტა: nenia1952@yahoo.com
ვებ-გვერდი: www. apsarus.gewww.heritagesites.ge
მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1994 წელი
მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული

მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს გონიო-აფსაროსის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიას. აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია ელინისტური ხანის მასალა, საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები, კერამიკის, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს ნივთები, იუსტინიანე I-ის სპილენძის მონეტები და სხვა. მასალის ნაწილი ექსპონირებულია საგამოფენო დარბაზში. განსაკუთრებით აღსანიშნავია გონიოს განძი, რომელიც ძირითადად შედგება უნიკალური საიუველირო ნიმუშებისაგან და ამჟამად დაცულია აჭარის სახელმწიფო მუზეუმში.

სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე

შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის – 1 ლ.

უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

Posted on October 29, 2011, in აჭარა. Bookmark the permalink. Comments Off on გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი.

Comments are closed.

%d bloggers like this: