აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ბათუმი, ჯინჭარაძის ქ. 4
ტელეფონი: (+995 88 222) 7 11 75, 7 39 46
ვებ-გვერდი: http://www.adjaramuseums.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1908 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ (აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 169108

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ძვ. წ. XII – IX სს-ის, აგრეთვე VII – IV სს. უნიკალური არქეოლოგიური მასალები: ანტიკური პერიოდის ბერძნული შავლაკიანი კრატერი, გრავირებული ცულები, ე. წ. გონიოს განძის მასალები (ძვ. წ. V ს.). მათ შორის, სხვადასხვა სახის, ფორმისა და ზომის ძველი ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშები: ინტალიო აფროდიტეს და ეროსის გამოსახულებით, ბადროს მტყორცნელის (დისკობოლი) ფიგურა, გულსაკიდები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები, კილიტები, გულსაბნევები, საკულტო დანიშნულების სკულპტურები (ბრინჯაო), აგრეთვე: ბუნების იშვიათი ძეგლები, XIX-XX სს-ის მიჯნის ეთნოგრაფიული, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ, ბავშვებისთვის: 0.30 ლ, სტუდენტებისთვის: 0.50 ლ
უფასოდ დაიშვებიან: იძულებით გადაადგილებული პირები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, 6 წლამდე ასაკის ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ჯარისკაცები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები.

Posted on October 29, 2011, in აჭარა. Bookmark the permalink. Comments Off on აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: