წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი


მუზეუმის მისამართი: 5200, ქ. წალენჯიხა, ქ. 6
ტელეფონი: (+995 93) 51 85 20
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2003 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 312

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური მასალა, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს პალეოლითის, ნეოლითის (ქვის ხელცულები, ნაჯახები, სატეხი ქვები), ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს (კოლხური ცულები, თოხები, შუბისპირები) პერიოდებს; წალენჯიხის მხარის XIX-XX სს-ის დასაწყისის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები (სამეურნეო და საბრძოლო იარაღები, თიხის, ხის, მინისა და სპილენძის საოჯახო ჭურჭელი და სხვა), ფოტო და დოკუმენტური მასალა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

Posted on October 28, 2011, in სამეგრელო და ზემო სვანეთი. Bookmark the permalink. Comments Off on წალენჯიხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: