ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმის მისამართი: ჩხოროწყუ, სტალინის ქ. 2
ტელეფონი: (+995 217) 2 11 03
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1978 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 25 678

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული და შემთხვევით ნაპოვნი მასალა, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს საზოგადოების განვითარების ყველა ძირითად საფეხურს: პალეოლითის, ნეოლითის (ქვის ხელცულები, ნაჯახები, სატეხი ქვები), ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანას: საბრძოლო იარაღები, ბრინჯაოს ზოდები, კერამიკული ნაწარმი, ძვ. წ. IX-VIII-VI სს-ის სარდიონის, პასტის, აქატია, იაშმის, გიშრის, მინის მძივები, ამავე პერიოდის ქვევრსამარხები, ნუმიზმატიკური მასალა (ქართული, რომაული, ბიზანტიური, თურქული, რუსული მონეტები), გვიანფეოდალური ხანის ძეგლებიდან: XV-XVI სს. საეკლესიო წიგნები, ბეჭდები, ხელნაწერები, ხატები, ეკლესიების ორნამენტიანი ქვები, გვიანდელი პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 1 ლ, სტუდენტებისა და სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.


Posted on October 28, 2011, in სამეგრელო და ზემო სვანეთი. Bookmark the permalink. Comments Off on ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: