პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმ -ნაკრძალის მისამართი: 4115, სენაკის რაიონი, სოფელი ნოქალაქევი
ტელეფონი: (+99590) 880 117
ელ-ფოსტა: nokalakevi@heritagesites.ge
ვებ-გვერდი: http://www.heritagesites.ge
მუზეუმ -ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1988 წელი
მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმ -ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 3450

მუზეუმ -ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალი წარმოადგენს კავკასიაში უანალოგო კომპლექსს – გვიანანტიკური/ადრეშუასაუკუნეების ხანის ციტადელით, ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთებით (IV-VI სს.), კარიბჭითა და საიდუმლო გვირაბით, აგრეთვე სამეფო და სამოქალაქო აბანოებით, წყალსაცავით (IV-VI სს.), უძველესი ეკლესიების ნაშთებით, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ორმოცმოწამეთა გუმბათოვანი ტაძრითა და სხვ. მუზეუმში დაცულია სხვადასხვა ეპოქის საინტერესო ექსპონატები (ძვ. წ. XIII-XII – ახ. წ. XVIII სს.).

სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმ -ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის – 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის – 1 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გდაადგილებული პირები.

Posted on October 28, 2011, in სამეგრელო და ზემო სვანეთი. Bookmark the permalink. Comments Off on პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი.

Comments are closed.

%d bloggers like this: