ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

გადაღებულია ლიკა აბრალავას მიერ

მუზეუმის მისამართი: ზუგდიდი, ზ. გამსახურდიას ქ. 2
ტელეფონი: (+995 8 215) 5 06 42, 5 16 95
ელ-ფოსტა: beraialili@mail.ru
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1921 წელი
იურიდიული სტატუსი: სსიპ (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატების რაოდენობა: 41 000

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან (XIX ს-ის 70-იანი წლები) კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. XIX ს-ის ოქრომჭედლობის ნიმუშებს, მუზეუმის კოლექცია მრავალფეროვანია და მოიცავს : ძვ. წ. I ს. – ახ. წ. ანტიკური საბერძნეთისა და ძველი კოლხეთის კულტურის ამსახველი არქეოლოგიურ მასალას, ქრისტიანული სიწმინდეების კოლექციას, ევროპული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს, სამეგრელოს მთავართა, საფრანგეთის (მათ შორის განსაკუთრებით მრავლადაა ნაპოლეონ ბონაპარტეს სახელთან დაკავშირებული ნივთები, რუსეთის, ესპანეთის საიმპერატორო ოჯახის წევრთა რელიქვიებს, XV-XIX ს-ის ხელნაწერ წიგნებს და სიგელ-გუჯრებს, ნაპოლეონ ბონაპარტესა და დადიანების ბიბლიოთეკას, ევროპისა და აზიის საბრძოლო იარაღების ნიმუშებს, რუსი ”პერედვიჟნიკების”, ფრანგი ბატალისტებისა და ინგლისელი ”მარინისტების” ფერწერული ტილოებს, ფოტოფონდს, ფრანგული, გერმანული, ჩინური, რუსული და სხვა წარმომავლობის ბროლის, ფაიფურ-ფაიანსის ჭურჭელს და სხვა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 2 ლ, ბავშვებისა და სტუდენტებისათვის: 1 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.


Posted on October 28, 2011, in სამეგრელო და ზემო სვანეთი. Bookmark the permalink. Comments Off on ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი.

Comments are closed.

%d bloggers like this: