თუშეთი – მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ მარშრუტთა ტოპ-ათეულშია

10 Best Places You Have Never Heard Of

პროფესიონალმა ბლოგერებმა, ტურ-ოპერატორებმა და ტურისტებმა ინტერნეტში მსოფლიოს ის ათი საფეხმავლო მარშრუტი აირჩიეს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ იმის მიუხედავად, რომ მათ ჯერ სახელი არ გაუთქვამთ. სოფელი საფრანგეთში, კონიაკის პროვინციაში, დასახლება სიდნეიდან ორი საათის საფრენ მანძილზე, „კეაჰეა ჰალალო“, ანუ ღმერთების ბაღი ჰავაიზე, “სუკრე”–ბოლივია და თუშეთი – ასეთია ამ მარშრუტების ხუთეული. ათეულში სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, ეგვიპტისა და ევროპის სხვა ქვეყნების დასახლებული პუნქტები შედიან. გამოკითხვა პრესტიჟულმა „Yahoo Travel”- მა ჩაატარა.

აზარია და გიმი – ამერიკელი ტურისტული წყვილია, რომელმაც 12 თვის წინ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო. თუშეთში ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან. გიმი ამბობს, რომ მსგავსი ბუნება და ხალხის კეთილი განწყობილება, ასევე შუასაუკუნეების საინტერესო არქიტექტურული ნაგებობები, სხვა ქვეყანაში არსად შეხვედრია.

„მე მინდა, რომ თუშეთის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცოდეს – ეს ულამაზესი კუთხეა!“, – ამბობს აზარიაც და ამატებს: „რა თქმა უნდა, გამოკითხვაში ვმონაწილეობდით და ხმა სწორედ თუშეთს მივეცით“.

ცნობისთვის: შარშანდელთან შედარებით ტურისტების რაოდენობამ თუშეთში 50%-ით მოიმატა. ტუროპერატორები დამთვალიერებლებს 12 სხვადასხვა საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტს სთავაზობენ.

Posted on October 5, 2011, in Tushetiland. Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

  1. პირველზე უნდა იყოს, პირველზეეე🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: