სიცოცხლეშივე ნახე სამოთხე

თუშეთი, თავისი თოვლიანი მწვერვალებით, გაშლილი მთებითა და საძოვრებით, ფიჭვის ტყეებით, ნაკადულებითა და წყალუხვი მდინარეებით ძველი–სიპით ნაშენი სოფლებითა და ციხეკოშკებით, ყოველთვის იზიდავდა მნახველს.

ეს მიუვალი მხარე თუშური ცხენის,თუშური ცხვრის და ქართული ნაგაზის სამშობლოა. კავკასიონის ეს კუთხე ნამდვილი სამოთხეა ფოტომოყვარულებისა და უბრალოდ თავგადასავლების მაძიებელთათვის– მათთვის ვისთვისაც მთის თხემებზე ხეტიალი მდინარეების გადალახვა, სუფთა ჰაერზე კარავში ძილი დასვენების საუკეთესო საშუალებაა.

ეს ულამაზესი კუთხე მდებარეობს კავკასიონის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში. თუშეთში მიმავალი გზა კახეთიდან–სოფელ ფშავლიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალი– აბანოს უღელტეხილის (2926) გავლით ომალოში ჩადის.

და აი შენ უკვე ომალოში ხარ. და უცებ ხვდები რომ, ვერაფერს ვერ ხვდები. რადგან ამაოება,რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაგსდევდა, სადღაც დატოვე. ალბათ გზაში დაუტოვე ნისლებს სახსოვრად. აქ კი, სრულიად ლაღი, გაჰყურებ ჰორიზონტზე წამოწოლილ მთებს, ღრუბლებად ქცეულ გზებს, მზეს, რომელიც ისე ახლოა, რომ ფიქრობ: “და რომ შევეხო ვითომ დამწვავს?!”

თითქოს შორეულ წარსულში ბრუნდები. დრო ტრიალდება, ბრუნავს , ბრუნავს და უცებ ჩერდება… და შენში იღვიძებს ის განცდა ბედნიერების და სისპეტაკის, რომელიც გეგონა, სადღაც დაკარგე ქალაქის ხმაურიან ქუჩებში…

აქ ყველაფერი ჰარმონიულია, ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის და ეს ერთი დიდი მთლიანობა თანდათან შემოდის შენში და შენც მისი ნაწილი ხდები. მთელ სხეულში ჟრუანტელი გივლის და ყვირილი გინდება. მიდი იყვირე! თავისუფალი ხარ! აქ არ არსებობს წესები. აქ მხოლოდ ბუნება ველურობს. დგები და ყვირი, ექოდ იშლება ხმა, შენ კი სრულიად თავისუფალი მიწას ეხები და გრძნობ მის გულის ფეთქვას.

მე ეს ყველაფერი უკვე განვიცადე, სიცოცხლეშივე ვნახე სამოთხე და შენ?

და შენ არა?!

მაშ რაღას ელი…

Posted on June 5, 2011, in Tushetiland. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s